Featured

მსოფლიო შეიცვალა და არ გვინდა რომ ვაღიაროთ …

ისევ წარსული გვინდა მომავალში

Featured

“მთავარი კითხვა ის კი არ არის: როგორ გავიგო მე ბევრი რამ?

არამედ: როგორ ვიქცე მე სრულყოფილ ადამიანად, როგორ მივუახლოვდე მე ჩემს დანიშნულებას?“

უთავო მეფე და დიდთავა მეფე

იყო ერთი მეფე. უთვალავი თვალ-მარგალიტი და ოქრო-ვერცხლით მოჩარდახებული სასახლეები ჰქონდა. მაგრამ ერთი პატარა ოქროს ჩიტი ჰყავდა, რომელიც მთელ თავის ქონებას ერჩია. გაფრინდებოდა ეს ჩიტი, მთელ დღეს იფრენდა, იფრენდა, საღამოს კი მეფის მარჯვენა მხარზე წამოსკუპდებოდა და დიდ მბრძანებელს ყურში საოცარ ამბებს ჩასჩურჩულებდა.

იხილეთ სრულად

პანდემია + თვითიზოლაცია … ანუ დაფიქრების შანსი

ყველაზე უფრო სად დაარტყა უცნობი ვირუსის პანდემიამ?!

გართობის სფეროსა და კომფორტს – ყველაფერი იხურება რაც ამ სფეროში არის და მაქსიმალურად მცირდება კომფორტის ზონა …

რა არის უმთავრესი დღევანდელი კაცობრიობისთვის ? – გართობა და კომფორტი … ადამიანი დღეს ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ იცხოვროს კომფორტულად და მაქსიმალურად გაერთოს

და ამისთვის სჭირდება, რომ ცხოვრებაში ის იყოს რეალიზებული …

თვითრეალიზება თვითშემეცნების მაგივრად
ის, რაც წარმავალია გახდა „ღირებულად“, იქცა „ღირებულებად“ …

წუთისოფელი … ვიღაცისთვის წუთია 20 წელი, სხვისთვის 89 ან 113 წელი … მერე?!
მერე?!
მთავრდება თვითრეალიზებულობაც, კომფორტიცა და გართობაც … და რჩება – არაფერი …

გაიზარდა შანსი ადამიანის გამოსვლისა კომფორტის ზონიდან, საკუთარი აზრების კომფორტიდან, რომელშიც არის და რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა კაცობრიობა და ცალკეული ადამიანი

და ამ შანსმა ადამიანს მისცა საშუალება გასცდეს წარმავალს:

„ყმაწვილის უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, (?)

სიდამ მოსულა, (?)

სად არის, (?)

წავა სადაო (?)…

(დავით გურამიშვილი)

„თვითშემეცნება როდი ნიშნავს, რომ ვახდენთ შემეცნებას რაღაც სტატიკუ­რისა, რაღაც ისეთისა, რაც არის. ვის მიერ უნდა ვიყო “მე” შეცნობილი? თვითშემეცნება შესაძლებელია, როდესაც სუბიექტი, ადამიანი ხდება შემმეც­ნებელი, ესე იგი, როცა ის საკუთარ თავს შეიცნობს როგორც შემმეცნებელს და არა როგორც შემეცნებულ ვისმე ან, მით უმეტეს, შემეცნებულ რასმე. ასეთი შემეცნება შესაძლებელია მხოლოდ კონცენტრირებული შემეცნებითი აქტი­ვობის ან კონცენტრირებული შინაგანი ქმედების შემთხვევაში ….“ გეორეგ კიულევინდი „ნორმალურიდან ჯანსაღისკენ“

კვლევის მეთოდის პრობლემა

(ეს ყველაფერი აქ უკვე იყო, მაგრამ ახლა ასეთი ფორმით იყოს)
საქმე ძალიან მარტივად არის …
გვესმის მხოლოდ ის, რაც ვიცით, რაზეც უკვე გვაქვს შექმნილი წარმოდგენა-შეხედულებები, გვესმის მხოლოდ ის, რაც თანხმობაშია იმ აზრებთან რომლებიც გვაქვს და რა აზრებშიც ვცხოვრობთ…
საიდან გვაქვს ასეთი აზრები და არა სხვა ….
დაახლოებით იმ სიტუაციას ჰგავს …
ღრმა წყლებში მცხოვრები თევზი-ადამიანი(შემდგომში „თევზი“), რომელიც ღრმა წყლებში დაიბადა, ისწავლა სკოლაში, დაამთავრა უმაღლესი… ანუ საკუთარ აზრებში სრულ კომფორტშია…
ეს უგანათლებულესი თევზი, რომელმაც ყველაფერი იცის (თუ დარჩა რაიმე რაც არ იცის, Google-მა იცის და მოძებნის) … წყლის ზედაპირზე ამოსვლისას ხედავს ხმელეთზე მოსიარულე და ცაში მფრინავ არსებებს… და იწყებს მათზე დაკვირვებას, შეისწავლის, გამოაქვს დასკვნები, წერს წიგნებს, თავის დასკვნა-შეხედულებებს უზიარებს და ასწავლის სხვა თევზებს …   ოღონდ ეს ყველაფერი ხდება იმ აზრებითა და კანონებით რომელიც ჭეშმარიტია მხოლოდ წყლოვანი გარემოსთვის ანუ საკუთარი აზრებით, იმ აზრებით რომელიც მას ჩამოუყალიბდა წყლოვან გარემოში, გამოჰყავს დასკვნები, იქმნის ახალ შეხედულებებს …
იმისთვის რომ ობიექტურ შეხედულებამდე მივიდეს სასურველია ეს თევზი ამოვიდეს ხმელეთზე, დაივიწყოს(დროებით) წყლისეული აზრები, შეისწავლოს ხმელეთის კანონები, შეისწავლოს ჰაერის კანონები და შემდეგ …

მაგრამ …
ასე ადვილია კი ღრმა წყალში კომფორტულად შთაბეჭდილი აზრებიდან გათავისუფლება?! … ჭეშმარიტი აზრებიდან, რომლებიც მხოლოდ წყლოვანი გარემოსთვისაა ჭეშმარიტი …

ანუ პრობლემა კვლევის მეთოდშია – კვლევის ის მეთოდი, რომელიც ზუსტია ერთი გარემოსთვის, შესაძლებელია არ იყოს მართალი სხვა პირობებში … მაგრამ რა ვუყოთ იმ აჩემებულ აზრებს, რომლებიც დაბადებიდან ჩამოგვიყალიბა(შთაგვაბეჭდა) უახლოესმა გარემოცვამ, შემდეგ სკოლამ, უმაღლესმა და ასე შემდეგ … კომფორტი, რომლისგან გათავისუფლებაც გვიჭირს …

P.S. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ თუ საიდან ეს აზრები ჩვენ, როგორ ვაკავშირებთ ერთ ცნებას მეორესთან – შემასმენელს ქვემდებარესთან – ამაში ხომ საერთოდ ვერ ვერკვევით, ანუ ვერ ვერკვევით იმაში რითიც ყველაფერს მოვიაზრებთ(რასაც ვფიქრობთ) ანუ ვერ ვერკვევით საძირკველში რომელზეც ვდგავართ და ვაშენებთ ჩვენს ყველანაირ წარმოდგენა-შეხედულებას … საძირკველი, რომელშიც არა ვიცით რა ხდება და მიუხედავად ამისა ვაშენებთ ცათამბჯენს -მოვიაზრებთ-ვფიქრობთ ყველაფერს – რომელიც სრულიად ლოგიკურია თუ ჩამოიშლება 🙂

„ძაღლის თავი აქაა დამარხული“

ვაჟა-ფშაველა – ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა

ვაჟა-ფშაველა – ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა

(ზოგადი შენიშვნები)

აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლიან. რეგვენი, უმეცარი ადამიანი მსჯელობაში მუდამ თამამია, გაბედული. იმას, თუ ცოტა ოდნად აქვს ძალ-ღონე მსჯელობისა, ოდნავ მაინც ამოძრავებს გონებას და რაიმე აზრმა გაურბინა თავში, მაშინვე თავის თავი წარმოუდგება თვალწინ და თამამად იტყვის: ჰა, ვიპოვე, ნამდვილია! სწორედ ასეა. მაშ რად მომივიდა თავში ეს ფიქრი, თუ კი ნამდვილი არაა?! „მომივიდა ფიქრად“ იმისთვის სრულიად საკმაოა სიმართლის, სინათლის სათქმელად და დასამკვიდრებლად.

Continue reading “ვაჟა-ფშაველა – ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა”

ფიქრჩაძახებულობის ალყაში

„ვერავინ შემოვა დილეგში, რომელშიც თვითონვე გამოვიმწყვდიე თავი.

არავინ მოადგება უშველებელ კედელს გარედან“

„ფიქრჩაძახებული“ (ვაჟა)

დილეგი, რომელსაც ბავშვობიდან თავად ვქმნით უახლოესი გარემოცვის „უკეთილშობილესი და უგანათლებულესი“ აზრებითა და გარემოს დახმარებით …

აჩემებული აზრების უშველებელი კედელი, დილეგი, რომელშიც ვართ და „ვიცით“, რომ ეს „კარგია“, ის „ცუდია“ … ის „მორალური“ – ეს „ამორალურია“ … ეს „ასეა“ – ის „ისეა“ …
ცნებები, აზრები, წარმოდგენები რომლებიც ჩვენი მოპოვებული არაა, არამედ სხვისი ჩაძახებული და რომელსაც მთელი ცხოვრება მივდევთ როგორც საკუთარ აზრებსა და წარმოდგენებს …

ოდესღაც უნდა მოვკვდეთ იმ აზრებში რაც გვაქვს, რომ იქნებ რაღაც კითხვა გაჩნდეს: ასეა „ესა თუ ის“, ესაა „კარგი-ცუდი“, „მორალურ-ამორალური“, ისაა ცხოვრების აზრი რაშიც ვარ(რასაც ვაკეთებ) და სხვა …
სიკვდილის გარეშე აღდგომა არაა …
„სამყარო მოწყობილია არა ისე, როგორც ადამიანს მოესურვება, არამედ …“

ალყაში

„რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“

უმბერტო ეკო, კარლო მარია მარტინი – „რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“

დიალოგები

ემანუელე სევერინოს, მანლიო სგალამბროს, ეუჯენიო სკალფარის, ინდრო მონტანელის, ვიტორიო ფოას, კლაუდიო მარტელის მონაწილეობით

რეალობიდან …

XVII საუკუნე – რენე დეკარტი (René Descartes) :

„ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“(ლათ. Cogito, ergo sum)

XXI საუკუნე:

ვარ სოციალურ ქსელში: Facebook, Instagram, Twitter – ვიღებ სელფს,

მაშასადამე ვარსებობ?!

წიგნები

ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

რაინერ მარია რილკე – სონეტები ორფევსისადმი

ქართული მეტყველების კულტურა

ქართული მეტყველების კულტურა

ა. არაბული 2008წ.

მართალია წიგნის დასახელება არის – „ქართული მეტყველების კულტურა“ – მაგრამ, მგონი, უფრო ზუსტი იქნებოდა „ქართულად მეტყველების კულტურა“ … 🙂

სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი

სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი

1583 გვერდი – ფაილის ზომა: 34 MB
წყარო: http://gtu.ge/Arch-Dictionary/

რაღაც სხვა …

უკვე პირადი ტრაგედია, ტრაგიკული მომენტები, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა და თვით სიკვდილიც კი საკმარისი აღარაა …

ასეთი ცხოვრებისეული მომენტების, სიტუაციების ჩავლის შემდეგ აქცენტი კეთდება იმაზე რომ „თუ არ გიწერია არ მოკვდები“ ან უბრალოდ, როგორც რაღაც ამბავის(შემთხვევის) მოყოლა ხდება და ამით სრულდება (ზოგი ცხვარს დაკლავს, სხვა ხეზე დააკაკუნებს 3-ჯერ ან მამაოს მიადგება) …

ერთი-ორი ემოცია და ვითომ გადაფასება(მთლიანად ბლეფი), ყოველგვარი ცვლილების გარეშე და გრძელდება იგივე …

უკვე პირადი ტრაგედია, ტრაგიკული მომენტები, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა და თვით სიკვდილიც კი საკმარისი აღარაა ადამიანი დაფიქრდეს, რომ …

რეალურად, ასეთი შემთხვევა-მომენტების შემდეგ უკვე ნაჩუქარი სიცოცხლით გრძელდება ცხოვრება … კითხვა დაისვას: როგორ, რატომ და რისთვის …

არადა ესაა უმთავრესი …

გართობამ, კომფორტმა და ყოვლისმცოდნეობამ სრულიად დაბინდა ადამიანის ცნობიერება …

„ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი

არ არის, არ არის, არ არის!“ (გალაკტიონი)

„და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა“ (ტერენტი გრანელი)

ბრიყვი

ბრიყვობის პრობლემის არსი ისაა, რომ ადამიანი კითხვას არ სვამს, კითხვას: „ვინ ვარ“?

ბრიყვს არ აინტერესებს და არც სურს დააკვირდეს, გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს, მივიდეს საკუთარი თავის შეცნობამდე  … მას არც სხვისი ესმის და არც თავისი იცის …

როგორც წესი, ყველა თვლის რომ იცის ვინ არის და თავისთავად არავინ თვლის რომ ბრიყვია … მაგრამ ასე კი ?!

რაც უფრო განათლებულია ადამიანი მით უფრო უძნელდება საკუთარ თავზე დაკვირვება. მან ხომ ფაქტობრივად „ყველაფერი იცის“, ისიც კი რომ ბრიყვი არაა …

P.S. აქ საუბარი არაა ბრიყვობის მდგომარეობაზე, რომელიც მემკვიდრეობითია ან რაიმე გარეგანი თუ სხვა ფაქტორებით არის გამოწვეული – როდესაც დაკვირვება, სწორი განსჯა-ანალიზი შეუძლებელია …

თავისუფლების ფანტომი

ფრაგმენტი ფილმიდან „Le Fantôme de La Liberté“ („თავისუფლების ფანტომი“) დამდგმელი რეჟისორი: ლუის ბუნიუელი (1974 წ.)

მიხეილ ჯავახიშვილი – შვიდი თავისუფლება

იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს თვით ხალხი განაგებს, თავის არჩეულ სანდო კაცების შემწეობით, ყოველს მცხოვრებს აქვს უფლებები, რომელთა წართმევა ან შელახვა არავის შეუძლიან. ამ უფლებებით ყველა სარგებლობს, რა ტომისა, რა ჩამომავლობისა, ან რა რჯულისაც არ უნდა იყოს, სარგებლობს მდიდარიც და ღარიბ-ღატაკიც. ამ უფლებათა თავისუფალ სარგებლობას უწოდებენ თავისუფლებას. ამისთანა თავისუფლება შვიდია. აქ ჩამოვთვლით მათ და თან განვმარტავთ, თუ რაში მდგომარეობს თვითოეული მათგანი:

I. პიროვნების ხელშეუხებლობა

Continue reading “მიხეილ ჯავახიშვილი – შვიდი თავისუფლება”

Salvator Mundi (by Leonardo da Vinci)

Leonardo_da_Vinci,_Salvator_Mundi,_c.1500,_oil_on_walnut,_45.4_×_65.6_cm_(framed).jpg

ლეონარდო და ვინჩის ნახატი „მსოფლიო მხსნელი“ დაახლ. 1500 წ.

Leonardo da Vinci, Salvator Mundi, c.1500, oil on walnut, 45.4×65.6 cm(framed)

დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა
ამჟამად ინახება „ლუვრი აბუ დაბი“-ში (Louvre Abu Dhabi) 

 

აზრთა დუმილი თუ ლოგოფობია

საუბარს „უსმენ“ და თან თავში ყველანაირი აზრი მოდის …

ასოციაციები, მოგონებები, მოგონებებთან ასოცირებული აზრები … აზრები სასიამოვნო-უსიამოვნო შეგრძნებებიდან, სიმპათია-ანტიპათით გაჯერებულია აზრები… მოსმენილზე დათანხმება ან მისი კრიტიკა-მიუღებლობა …

იგივე ხდება წიგნის კითხვისა და მუსიკის შემთხვევაშიც, მხატვრული ნაწარმოების (ნახატის და სკულპტურის და სხვა)  ცქერისას … ფაქტობრივად არ გვესმის სხვისი საუბრის აზრი ან შემოქმედის მიერ ნაწარმოებში ჩადებული აზრი … მხოლოდ საკუთარი აზრი-წარმოდგენები

… გვესმის მხოლოდ საკუთარი აზრები-წარმოდგენები(რაც „ვიცით“) – გვესმის მხოლოდ ნაწილი და ისიც მხოლოდ ნაწილი, „რაც ვიცით“ და „რაც გვაწყობს“, რომლებიც ჩვენს აზრი-წარმოდგენებთან თანხმობაშია … დანარჩენი უკუიგდება-ვერმიიღება-ვერგაიგება …

ესე იგი, ფაქტობრივად, სხვისი აზრის(სიტყვის) მოსმება არ ხდება ანუ ლოგოფობია – სიტყვის, სხვისი აზრის, შემეცნების შიში …
თავისთავად ცხადია ახალს ვერაფერს ვიგებთ – ერთ ადგილს ვტკეპნით ერთიდაიგივე აზრებით …
საკუთარ აზრთა დუმილის შემთხვევაში კი ისმის სიტყვა, საუბრის აზრი, მუსიკა, ნახატის საუბარი, შემოდის ახალი, სიახლე …

2017

21-ე საუკუნეა და მგონი ვერ ვხვდებით …
უკვე 17 წელი გავიდა რაც 21-ე საუკუნე დადგა – საუკუნის 1/6-ზე მეტი გავიდა …

  • ჩვენ ისევ გასული საუკუნის აზრებით/აზრებში ვცხოვრობთ … ისევ ის ძველი აზრები – ძველი წარმოდგენები – ძველი შეხედულებები … ყველაფერი წარსულიდან …
  • არაფერი შეცვლილა, იმის გარდა, რომ ყოველდღიურ ყოფით ლექსიკონს რამოდენიმე ასეული სიტყვა დაემატა:
    ლაიკი(Like), დაშეარება(share), სელფი(Self), ინსტაგრამი(Instagram), ფეისბუქი(Facebook), ბლოკჩეინი(Blockchain), ბიტკოინი(Bitcoin), … სულ რამოდენიმე ასეული სიტყვა …

ერთიდაიგივე, სულ ერთიდაიგივე – არაფერი ახალი … და გვინდა ახალი, ველოდებით ახალ წელს …

მგონი, ვერც კი ცნობიერდება, რომ უკვე 21-ე საუკუნეა …