პოლუსები

რეალობის ხედვა(„აღქმა“)კაცისა და ქალის თვალით
ეს პოლუსები რომ არ არსებობდეს სამყარო არ(ვერ) იარსებებდა … ნათურა მხოლოდ მაშინ ინათება, როცა მასში ორივე პულუსი „ერთიანდება“ …
სხვანაირად იქნებოდა ერთპოლუსიანობა, ცალმხრივობა, ერთსქესიანობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა, სადაც ახალი ვერ ჩაისახება, ვერ დაიბადება …

კაცის ხედვა

20170707_111445.jpg

ქალის ხედვა

https://www.facebook.com/nmgaloblishvili/videos/1716936461653173/

Advertisements

ანოტაცია

სხვა დროა – ყველაფერი შეცვლილია

დღეს ხელოვნების ნებისმიერ ნაწარმოებს, ნახატი იქნება ეს, მოდების ჩვენება, პერფორმანსი, ფილმი თუ სხვა … სჭირდება ანოტაცია(annotatio) – მოკლედ გადმოცემული აზრი იმისა, რაც შემოქმედმა საკუთარ ნაშრომში ჩასდო – მხოლოდ დასახელება(დასათაურება) უკვე საკმარისი არაა …

სხვანაირად დღეს ადამიანი იმდენად არის დაქვემდებარებული საკუთრი ქვეცნობიერიდან ამომავლ, სრულიად გაუცნობიერებელ, მისთვის გაურკვეველი წარმომავლობის აზრი-აჩემებებს, რომ მხოლოდ საკუთარი გაუცნობიერებელი ასოციაციური აზროვნებიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა, ხედავს იმას, რაც ნაწარმებში შეიძლება საერთოდ არაა და შემდეგ განსჯის ისე, როგორც აწყობს მას აწყობს – თუ ის, ეგრეთ წოდებული, ცნობადი სახეა(დიპლომით ან უდიპლომოდ), მისი აზრები იქცევა საყოველთაო, აბსურდულ შეფასებად, რომელსაც ჭეშმარიტებასთან (შემოქმედის აზრთან) საერთო არაფერი აქვს და ამით უბრალოდ მახინჯდდება ნამუშევარი…

(ანოტაციას არ საჭიროებს სერიალები, მასკულტურის, პროგპაგანდისტული და სხვა მსგავსი ნაწარმოებები)

საკუთარ თავს გარეთ ნაპოვნი ყველაფერი ხავსია, ყველაზე კარგი ხავსიც კი მაინც ხავსია

Rate this:

ცხოვრების საზრისი

როცა გაქვს ყველაფერი: სახლი, მანქანა, სამსახური(ნივთები, ტიტულები) … და არ გაქვს ცხოვრების აზრი, ყველაფერი ფასს კარგავს
როცა გაქვს ცხოვრების აზრი (თუნდაც სხვა არაფერი), ნივთებს(ტიტულებს) ფასი არა აქვს (არის მხოლოდ საშუალება)

ცხოვრების აზრის გარეშე ცხოვრება ნივთებზე(ტიტულებზე), გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებას იწვევს, ადამიანი ხდება რომელიმე კონფესიის ან პარტიის მრევლი/მხარდამჭერი, გაურბის სიფხიზლეს, გარეგნული იერის(მაკიაჟი, თმების შეჭრა, ტატუ და სხვა) ცვლილებით ცდილობს რაღაცის შეცვლას(ცვლილების ილუზიას იქმნის) …

ცხოვრების საზრისის გარეშე, ცხოვრებაში საყრდენის პოვნა უწევს საკუთარი თავის გარეთ, საგნებში, სხვაში(სხვა ადამიანში), ამაყობს ნივთებით, ტიტულებით, შელამაზებული გარეგნობით და სხვა, რითიც კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება გარე ფაქტორებზე და კიდევ უფრო მეტად კარგავს თავისუფლებას, ჩიხში უფრო ღრმად შედის და რაც სრულიად მართებულია – არასწორი გზა არ არსებობს ..

ჩიხი, რომელმაც ადამიანი სიკვდილში უნდა გაატაროს(შეიყვანოს), სადაც ის უნდა მოკვდეს იმ აზრებში რა აზრებიც აქვს, რომლებითაც ცხოვრების საზრისამდე მისვლა ვერ მოახერხა, საკუთარ აზრებში ამ სიკვდილის შემდეგ რომ კითხვა დაისვას უფრო მაღალზე, ვიდრე არის: რა ვჭამო, რითი გავერთო, და ასე შემდეგ ….
სანამ ადამიანი ცხოვრების აზრამდე ვერ მივა, მანამდე სულ საკუთარ ან სხვის მიერ შემოთავაზებულ ილუზიებში იქნება, აზრს მოკლებულ მოლოდინში …. ელოდება და რას არ იცის … (სულ ელი-ს) … გარედან/სხვისგან ელოდება იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისი გასაკეთებელია …

ძველი-ახალი

ძველის და ახლის გარჩევა ძველი აზრებით შეუძლებელია – ახლის მხოლოდ იმ ნაწილს იღებ, რაც ძველი აზრებისთვის მისაღებია, დანარჩენის უკუგდება ხდება …
შესაბამისად, ახალ კერძს ამზადებ ძველი პროდუქტებით …
და ეს იმიტომ, რომ აზრები არის ერთი და იგივე … აზრებში ვერ ვიცვლებით – ვერ ვარჩევთ რომელია ძველი და ახალი აზრი …

ანუ საერთოდ ვერ ვერკვევით როგორ მიმდინარეობს აზროვნების პროცესი, ის, რითიც ყველაფერი მოიაზრება და რაც ყველაფრის მშენებელია …
ახალი სახლი ძველ საძირკველზე ყოველთვის ჩაიმოშლება

კუზიანი აზრები

ადამიანი როცა ცხოვრების აზრამდე ვერ მიდის – რა გააკეთოს?!
ილუზიებს ებღაუჭება, გარედან ელის საშველს, უკეთესი ცხოვრების იმედებს, რომელსაც ვიღაც მოუტანს …
და ამ იმედისმომცემ ილუზებში ცხოვრებით ის ვერ იცვლება. იგივე ძველი აზრებით უნდა ახალი, რომელიც ძველი აზრების ფილტრში გატარებული ისევ იმ ძველს ირჩევს, ახალს ვერ/არ იღებს …
კუზიანს თავისი კუზი თან დააქვს … სანამ ამ კუზიანი აზრების ტყვეობაში ვართ არაფერი შეიცვლება …

თვითრეალიზება

რა ხდება ადამიანი როცა ვერრეალიზდება, ვერ მიდის ცხოვრების საზრისამდე?!
უმეტესობა გართობას ეძლევა და იქ ცდილობს თავის პოვნას, სხვა პოლიტიკაში მიდის, ნაწილი იწყებს „სხვაზე ზრუნვას“ და ხდება უფლებათა დამცველი, ეკოლოგიის გულშემატკივარი და სხვადასხვა …
ფბ-მ ეს საკითხი ნაწილობრივ „მოაგვარა” – იქმნება თვითრეალიზაციის უდიდესი ილუზია …
ადამიანი იბადება სრულიად გარკვეული მიზნით, რომლის შეცნობა ხდება თვითშემეცნების გზით – „შეიცან თავი შენი”, რისი, ასე ვთქვათ, წინაპირობაა დ.გურამიშვილისეული 4 კითხვა: ვინ ვარ, საიდან მოვედი, სად ვარ, სად მივდივარ?
ადამიანი კითხვის დამსმელი ერთდაერთი არსებაა სამყაროში …
კითხვები, რომელმაც ადამიანი ცხოვრების საზრისამდე უნდა მიიყვანოს …
ამ 4 კითხვაზე პასუხი სასკოლო-საუნივერსიტეტო-სამეცნიერო-ინტერნეტ განათლებით ვერ მიიღწევა …
ეს მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა ადამიანი ცხოვრებისეული გარემოებებისდა გამო მივა მდგომარეობამდე „ვიცი, რომ არაფერი ვიცი” ანუ სრულ უძლურებამდე იმ აზრებში, რაც მას აქვს და რითიც საზრდოობს … მივა სიცარიელემდე, თავისუფლებამდე – გარემოს მიერ შთაბეჭდილ-შთაგონებულ ყველანაირი აჩემებისგან თავისუფალ მდგომარეობამდე(“ეს ასეა, ის ისე უნდა” და სხვა მსგავსი) … თავისუფლების მდგომარეობამდე, რომლიც მხოლოდ წამია და არა ერთხელ მიღწეული სტატიკური რამ, რომელიც ყოველწამს ხელახლა მოსაპოვებელია ….