ისტორიის მექანიკა

The Mechanics of History by Yoann Bourgeois #YoannBourgeois

A post shared by Avant Arte (@avant.arte) on

Advertisements

Life sound

ცხოვრების საზრისი

როცა გაქვს ყველაფერი: სახლი, მანქანა, სამსახური(ნივთები, ტიტულები) … და არ გაქვს ცხოვრების აზრი, ყველაფერი ფასს კარგავს
როცა გაქვს ცხოვრების აზრი (თუნდაც სხვა არაფერი), ნივთებს(ტიტულებს) ფასი არა აქვს (არის მხოლოდ საშუალება)

ცხოვრების აზრის გარეშე ცხოვრება ნივთებზე(ტიტულებზე), გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებას იწვევს, ადამიანი ხდება რომელიმე კონფესიის ან პარტიის მრევლი/მხარდამჭერი, გაურბის სიფხიზლეს, გარეგნული იერის(მაკიაჟი, თმების შეჭრა, ტატუ და სხვა) ცვლილებით ცდილობს რაღაცის შეცვლას(ცვლილების ილუზიას იქმნის) …

ცხოვრების საზრისის გარეშე, ცხოვრებაში საყრდენის პოვნა უწევს საკუთარი თავის გარეთ, საგნებში, სხვაში(სხვა ადამიანში), ამაყობს ნივთებით, ტიტულებით, შელამაზებული გარეგნობით და სხვა, რითიც კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება გარე ფაქტორებზე და კიდევ უფრო მეტად კარგავს თავისუფლებას, ჩიხში უფრო ღრმად შედის და რაც სრულიად მართებულია – არასწორი გზა არ არსებობს ..

ჩიხი, რომელმაც ადამიანი სიკვდილში უნდა გაატაროს(შეიყვანოს), სადაც ის უნდა მოკვდეს იმ აზრებში რა აზრებიც აქვს, რომლებითაც ცხოვრების საზრისამდე მისვლა ვერ მოახერხა, საკუთარ აზრებში ამ სიკვდილის შემდეგ რომ კითხვა დაისვას უფრო მაღალზე, ვიდრე არის: რა ვჭამო, რითი გავერთო, და ასე შემდეგ ….
სანამ ადამიანი ცხოვრების აზრამდე ვერ მივა, მანამდე სულ საკუთარ ან სხვის მიერ შემოთავაზებულ ილუზიებში იქნება, აზრს მოკლებულ მოლოდინში …. ელოდება და რას არ იცის … სულ ელი-ს …. სიტყვა „სულელი“-ც, ალბათ, აქედანაა წარმოშობილი 🙂  …

გარედან/სხვისგან ელოდება იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისი გასაკეთებელია …

თვითრეალიზება თუ ილუზია ?!

რა ხდება ადამიანი როცა ვერრეალიზდება, ვერ მიდის ცხოვრების საზრისამდე?!
რისთვის-რატომ ცხოვრობს, რასაც აკეთებს რატომ-რისთვის აკეთებს და სხვა …

უმეტესობა გართობას ეძლევა და იქ ცდილობს თავის პოვნას, სხვა პოლიტიკაში მიდის, ნაწილი იწყებს „სხვაზე ზრუნვას“ და ხდება უფლებათა დამცველი, ეკოლოგიის გულშემატკივარი და სხვადასხვა …
ფბ-მ ეს საკითხი ნაწილობრივ „მოაგვარა” – იქმნება თვითრეალიზაციის უდიდესი ილუზია – დაიწერება პათეტიკით სავსე სტატუსი, დაიდება სურათები და … იქმნება ილუზია რომ ადამიანმა რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთა, სოციუმში-სოციუმისთვის – „ერისა და ღვთის წინაშე ვალი მოიხადა“, შემდეგ დაიძინებს და მეორე დღეს იგივე – ერთიდაიგივე …

ადამიანი იბადება სრულიად გარკვეული მიზნით, რომლის შეცნობა ხდება თვითშემეცნების გზით – „შეიცან თავი შენი”, რისი, ასე ვთქვათ, წინაპირობაა დ.გურამიშვილისეული 4 კითხვა: ვინ ვარ, საიდან მოვედი, სად ვარ, სად მივდივარ?
ადამიანი კითხვის დამსმელი ერთდაერთი არსებაა სამყაროში …
კითხვები, რომელმაც ადამიანი ცხოვრების საზრისამდე უნდა მიიყვანოს …
ამ 4 კითხვაზე პასუხი სასკოლო-საუნივერსიტეტო-სამეცნიერო-ინტერნეტ განათლებით ვერ მიიღწევა …
ეს მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა ადამიანი ცხოვრებისეული გარემოებებისდა გამო მივა მდგომარეობამდე „ვიცი, რომ არაფერი ვიცი” ანუ სრულ უძლურებამდე იმ აზრებში, რაც მას აქვს და რითიც საზრდოობს … მივა სიცარიელემდე, თავისუფლებამდე – გარემოს მიერ შთაბეჭდილ-შთაგონებულ ყველანაირი აჩემებისგან თავისუფალ მდგომარეობამდე(“ეს ასეა, ის ისე უნდა” და სხვა მსგავსი) … თავისუფლების მდგომარეობამდე, რომლიც მხოლოდ წამია და არა ერთხელ მიღწეული სტატიკური რამ, რომელიც ყოველწამს ხელახლა მოსაპოვებელია ….

წამი

წამის გაელვება … ერთი მზე-რა … ერთი სიტყვა … სურათი … ღიმილი …

წამი ცვლის ყველაფერს  – სხვა დანარჩენი ანგარებაა, მაწყობს-არმაწყობს, არაგულწრფელობა, წარსულისეული სტერეოტიპების წვიმა …

წამია ის, რაც მხოლოდ აწმყოა, არადაგეგმილი, არამზა, სიტუაციური, მოძრავი, შემოქმედი – თავისუფალი წინასწარგანზრახულობისგან, ჩარჩოსგან, აჩემებულისგან …

წამი როგორც მასალა შემოქმედისთვის …
შთაგონება მხოლოდ წამია – მუზა წამიერია, ის არ ჩერდება წუთი ან დღე …

წამი, რომელიც ყველაზე დიდი დროა, საოცრად ნელა გადის და ამ „სინელეში“ არის ფიქრები, რომლებიც ამ წამს საუკუნედ აქცევს …

როდესაც თითქოს უმნიშვნელო ბალახი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია …

„წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს“ რემარკი

N09_03.08.16

ვარდისფერი

ადამიანი წარმოდგენების ტყვეა …

ადამიანი საკუთარი აჩემებული წარმოდგენებისგან თავისუფალი მდგომარეობიდან თუ არ ხედავს, განსჯის, ექცევა ილუზიაში, წყდება რეალობას, სამყაროს და იკეტება …

ეს ჩაკეტვა იქცევა მისთვის ერთადერთ მისაღებად რეალობად, ესმის-იგებს მხოლოდ იმას, რაც უნდა-აწყობს, თვითონვე აფერადებს ვარდისფრად და ცხოვრობს მასში ….

ის, რაც შანსს აძლევს ჭეშმარიტების, ცხოვრების საზრისის შესამეცნებლად, ამ წარმოდგენების ფილტრს გაივლის და, როგორც წესი, გვერდზე გადაიდება, უყურადღებოდ რჩება, ფილტრშიგავლილი დამახინჯებული სახით წარმოდგება …
ცხოვრებაც შესაბამისად მიდის

მთელი ცხოვრება არის ქაოსი, განუსაზღვრელობა, სიტუაციურობა და ადამიანად შედგომა-დარჩენისთვის ყოველწუთიერი ჭიდილი …
… და ეს ყველაფერი ხდება ადამიანის აზრებში, აზროვნების სფეროში …