ვაჟა-ფშაველა – ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა

ვაჟა-ფშაველა – ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა

(ზოგადი შენიშვნები)

აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლიან. რეგვენი, უმეცარი ადამიანი მსჯელობაში მუდამ თამამია, გაბედული. იმას, თუ ცოტა ოდნად აქვს ძალ-ღონე მსჯელობისა, ოდნავ მაინც ამოძრავებს გონებას და რაიმე აზრმა გაურბინა თავში, მაშინვე თავის თავი წარმოუდგება თვალწინ და თამამად იტყვის: ჰა, ვიპოვე, ნამდვილია! სწორედ ასეა. მაშ რად მომივიდა თავში ეს ფიქრი, თუ კი ნამდვილი არაა?! „მომივიდა ფიქრად“ იმისთვის სრულიად საკმაოა სიმართლის, სინათლის სათქმელად და დასამკვიდრებლად.

Continue reading “ვაჟა-ფშაველა – ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა”

ძველი-ახალი

ძველის და ახლის გარჩევა ძველი აზრებით შეუძლებელია – ახლის მხოლოდ იმ ნაწილს იღებ, რაც ძველი აზრებისთვის მისაღებია, დანარჩენის უკუგდება ხდება …
შესაბამისად, ახალ კერძს ამზადებ ძველი პროდუქტებით …
და ეს იმიტომ, რომ აზრები არის ერთი და იგივე … აზრებში ვერ ვიცვლებით – ვერ ვარჩევთ რომელია ძველი და ახალი აზრი …

ანუ საერთოდ ვერ ვერკვევით როგორ მიმდინარეობს აზროვნების პროცესი, ის, რითიც ყველაფერი მოიაზრება და რაც ყველაფრის მშენებელია …
ახალი სახლი ძველ საძირკველზე ყოველთვის ჩაიმოშლება

ამჟამინდელობა

ამჟამინდელობა არის სიცარიელე – როცა არაფერია არც წარსულიდან (უკვე არსებულიდან, ყოფილიდან, მკვდარიდან) და არც მომავლიდან (ოცნებიდან, ჯერარარსებულიდან)
მხოლოდ ეს სიცარიელეა რეალობა …

მხოლოდ სიცარიელეში შეიძლება იყოს თავისუფლება

ვარდისფერი

ადამიანი წარმოდგენების ტყვეა …

ადამიანი საკუთარი აჩემებული წარმოდგენებისგან თავისუფალი მდგომარეობიდან თუ არ ხედავს, განსჯის, ექცევა ილუზიაში, წყდება რეალობას, სამყაროს და იკეტება …

ეს ჩაკეტვა იქცევა მისთვის ერთადერთ მისაღებად რეალობად, ესმის-იგებს მხოლოდ იმას, რაც უნდა-აწყობს, თვითონვე აფერადებს ვარდისფრად და ცხოვრობს მასში ….

ის, რაც შანსს აძლევს ჭეშმარიტების, ცხოვრების საზრისის შესამეცნებლად, ამ წარმოდგენების ფილტრს გაივლის და, როგორც წესი, გვერდზე გადაიდება, უყურადღებოდ რჩება, ფილტრშიგავლილი დამახინჯებული სახით წარმოდგება …
ცხოვრებაც შესაბამისად მიდის

ფიქრი და აზროვნება

ფიქრი – გარემოს მიერ შთაბეჭდილ-ჩანერგილ და გათავისებულ-შესისხლხორცებული ცნებებისა და ტერმინების (ეს კარგია, ის ცუდია, ეს შეიძლება, ის დაუშვებელია და ასე შემდეგ) უსასრულო კომბინირება საკუთარი შეგრძნებების შესაბამისად …
ერთიდაიგივე – სადაც არაფერი იცვლება, ყველაზე რთულად ცვალებადი ადამიანის ფიქრებია …
არსებითი სახელი, რომელიც იბრუნება … უცვლელი არსი, არადენადობა, მხოლოდ გარეგანი ფორმის ცვლილება (შეგრძნებებისდა მიხედვით)…
(ფიქრი აზროვნება არაა)

აზროვნება ესაა პროცესი – მოძრაობა-მოქმედება – ზმნა, რომელიც იუღლება … არსის ცვლილება, დენადობა …

მოაზროვნე?!

მთელი ცხოვრება არის ქაოსი, განუსაზღვრელობა, სიტუაციურობა და ადამიანად შედგომა-დარჩენისთვის ყოველწუთიერი ჭიდილი …
… და ეს ყველაფერი ხდება ადამიანის აზრებში, აზროვნების სფეროში …

კითხვის არ დასმა

ადამიანი კითხვას როცა არ სვამს(კითხვის დამსმელი არ არის) ყველაფერს იღებს როგორც მზა-მზარეულ მოცემულობას, სხვის მიერ ბოძებულს, რომელიც წაკითხულის, მოსმენილისა თუ აღქმულის „თავისი“ აზრებით (ასევე გარედან შთაბეჭდილი: გარემო, სკოლა…) კომბინირებას ახდენს თავის სასარგებლოდ და გამოყავს შესაბამისი(სათავისო) დასკვნები …

შესაბამისად ასეთი ადამიანი საჭიროებს ვიღაცას(ავტორიტეტს, კერპს, ბელადს, რომელმაც „ყველაფერი იცის“ – „მამაომ იცის“, „Google იცის“ და …) ანუ არის სრულ არათავისუფლებაში და ამ არათავისუფლებიდან განსჯის …

ადამიანი აწმყოს არსება

წერტილი და არა წრფე
წერტილი, რომლის გარშემო ტრიალებს სამყარო და წერტილი, რომელიც თავად ქმნის(იაზრებს) სამყაროს

ის მხოლოდ აწმყოში ცხოვრობს – ყოველი წამი არის აწმყო; აწმყო, რომელიც მომდევნო წამს უკვე წარსულია და ისევ აწმყო …

ის ვერ რჩება წარსულში – ყოველი წამი აწმყოა

ის ვერ მიდის მომავალში – ყოველი წამი აწმყოა

წარსული შემოდის(რჩება) აწმყოში, თან ვატარებთ, რითიც ის, რაც მომავლიდან მოდის ვერ შემოდის წარსულით გაჯერებულ აწმყოში მომავლიდან (მომავლიდან მო-მავალი-სთვის ადგილი არაა)

ეს ყველაფერი ხდება აზროვნებაში – ყველაფერი აზროვნებაშია, მთელი სამყარო(ღმერთის ჩათვლით)

ვერდავიწყება, წარსულისგან ვერგათავისუფლება უშლის ხელს მომავლიდან მო-მავალს და არის წარსულით გაჯერებული აწმყო … შეჩვეული ჭირი(წარსული), რომელიც მომავლიდან მო-მავალ შეუჩვეველ(ახალს, ჯერ კიდევ უცნობს, არგანსაზღვრულს) ლხინს გვირჩევნია …

„წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს“ ერიხ მარია რემარკი

ვარაუდი …

ყავაში შაქრის ჩაყრისას თუ ჩავთვლით რომ იმაზე ნაკლები ჩავყარეთ ვიდრე ყოველთვის, შაქარს ვამატებთ (უმეტეს შემთხვევაში)…

გარემო(მშობლები) და სკოლიდან, ბავშვობიდან გვასწავლიან და ვიცით, რომ 1 ვაშლს დამატებული 1 ვაშლი, არის 2 ვაშლი 1+1=2;

ცხოვრებას ვსწავლობთ-ვიწყებთ მიმატების ნიშნით(+).

მშობელს რომ 1 ვაშლი აეღო და შუაზე გაეყო – ბავშვი დაინახავდა რომ იყო 1 და გახდა 2 (ბავშვმა ნაწილი, ნახევარი, წილადი თუ პროცენტი ჯერ არ იცის) …

გაიყო (:) …

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბევრი რამ შეიცვლებოდა  …

„ერთხელ ერთ-ერთი რადიოსადგურში სტუმრობისას ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ ასეთი ისტორია მოჰყვა:

„ერთხელ მე და დე სიკა მისი ფილმის (“ქორწინება იტალიურად”) სცენარზე ვმუშაობდით. ამისთვის ნეაპოლში მომიხდა ჩასვლა. დე სიკამ ნიშნის მოგებით მითხრა: “ვიცი, რომ ჩრდილო იტალიელებს სამხრეთელები ნაკლებად გიყვართ. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რის გამოც სამხრეთელები უფრო შეგიყვარდება”.

დე სიკამ ყავაზე დამპატიჟა. ჩვენ დავსხედით საზაფხულო კაფეში, რომელიც სადგურის მოედანზე იყო განთავსებული. საშინლად ცხელოდა და კაფეს კარი ღია იყო. შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მიმტანს უთხრა: “ხუთი ყავა – ორს აქვე დავლევთ, სამს კი დავიმახსოვრებთ”.

მათ მართლაც ხუთი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადეს. თითო-თითო ფინჯანი ყავა დალიეს და წავიდნენ. მე დე სიკას მივუტრიალდი: “რას ნიშნავს დამახსოვრებული ყავა?” დე სიკამ მითხრა: “მოიცადე”. შემოდიან ახალგაზრდები, გოგონები, ვაჟები. ჩვეულებრივად უკვეთავენ ყავას, საფასურს იხდიან, სვამენ და მიდიან.

კაფეში სოლიდურად ჩაცმული მამაკაცები შემოვიდნენ. ისინი სამნი იყვნენ, მაგრამ შვიდი ყავა შეუკვეთეს: “სამს დავლევთ, ოთხი – დავიმახსოვროთ”. შვიდი ყავისას იხდიან, სვამენ სამ ფინჯან ყავას და მიდიან. შემდეგ ერთმა ბიჭმა შეუკვეთა ორი ფინჯანი, ერთი დალია, ერთიც დაიმახსოვრა. მე დე სიკას ვუყურებდი, ის – დუმდა. შუადღე დადგა.

მზე ანათებდა. გაღებული ვაგზლის წინ მდებარე მოედანი მზის თვალისმომჭრელ სინათლეში იყო გახვეული. ამ სინათლეში ნელ-ნელა ჩრდილი გამოიკვეთა. კაფეში წყნარად შემოვიდა აჩაჩულ-დაჩაჩული მათხოვარი. მან აქეთ-იქით მორიდებით მიმოიხედა, შემდეგ ბარმენს ჩუმად, ძლივს გასაგონად მიმართა: “დამახსოვრებული ყავა არის?”

Как человек мыслит Джеймс Аллен

Разум есть Верховная Сила.

Человек – творческий Разум,

Созидающий все, что желает,

Будь то тысячу благ или тысячу болезней.

Тайные мысли становятся явными,

Окружение – лишь зеркало мыслей.

Глава 1 Мышление и характер

“Как мыслит человек в сердце своем, таков и он”. Этот афоризм объемлет все человеческое бытие, а также включает в себя все состояния и обстоятельства его жизни. Индивидуум представляет собой в точности то, что он думает. Его характер – это полная сумма его мыслей.

-ჩანაწერი სრულად>

რა თუ როგორ ?!

„მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ, შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა” ალბერტ აინშტაინი …
პროფესორი იღებს ჭიქა წყალს და ეკითხება სტუდენტებს:
– რას ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?
– დაახლოებით 200გვ… სხვამ 500გრ …

– ნამდვილ წონას გავიგებ, როცა ავწონი, მაგრამ ახლა მინდა გკითხოთ:  რა მოხდება თუ ჭიქას დიდი ხნით ხელში დავიჭერ?
– არაფერი …

– რა თქმა უნდა არაფერი, მაგრამ თუ უფრო მეტს ხანს, 2 საათი თუ ასე ვიქნები?
– ხელი დაგეღლებათ …

– და თუ მთელი დღე ასე გაგრძლდება?
– შეიძლება საავადმყოფოშიც კი მოხვდეთ – იუმორით უპასუხა სტუდენტმა …

– ეს რომ არ მოხდეს, რა გავაკეთო?
– ჭიქა დადგით …
– მართალია – უპასუხა გახარებულმა პროფესორმა …

ცხოვრებისეულ პრობლემებზე თუ დიდი ხანი იფიქრებთ, ეს ფიქრები ჩაგითრევთ, თუ მთელი დღეების განმავლობაში ფიქრობთ კიდევ უფრო მძიმე შედეგი ექნება…

პრობლემაზე ფიქრი შეიძლება, მაგრამ, როგორც წესი, ეს არაფრის მომცემია, მისი „წონა“ არ იცვლება …


თითქოს კარგი იგავივით არის, მაგრამ, რეალურად, არაფრის მომცემი – პრობლემა ხომ ამით არ ქრება?! ცოტა ხნით შეიძლება დაიფარიოს, მაგრამ არსად წავა …
საუბრის შინაარსით ვიღაც კმაყოფილებას იგრძნობს, სხვა სხვანაირად აღიქვამს-გაიგებს, ზოგიერთმა ამ იგავის მოყოლით შეიძლება თავიც კი მოიწონოს 🙂

ამ სიტყვების გარეშე უბრალოდ არაფერია, სიტყვების რახა-რუხი:

„მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ, შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა” ალბერტ აინშტაინი …

ეს ციტატა კიდევ უფრო ნათელს ხდის ზემოთქმულ საუბარს …
ცალკე აღებული ციტატა, სიტყვები – „აზროვნების დონე“ – აბსოლუტურად გაუგებარია რას ნიშნავს ან რა დონეებზეა საუბარი …

– რა განსაზღვრავს და სად განისაზღვრება – „აზროვნების დონე“ ?! …

– ისევ და ისევ აზროვნებით განისაზღვრება და აზროვნებაში …

– და როგორ ვაზროვნებთ?!

– …

„გაიაზრე “რა”, მაგრამ უფრო მეტად გაიაზრე “როგორ”“ (გოეთე)

განათლებული თუ გაუნათლებელი?!

განსხვავება განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის, ალბათ, ყველაზე ნათლად ცნება „სიყვარული“ და „სექსი“-ს მაგალითზე ჩანს:

ჩანაწერი სრულად

მიტოვებული სამყარო

“მთავარი კითხვა ის კი არ არის: როგორ გავიგო მე ბევრი რამ? არამედ: როგორ ვიქცე მე სრულყოფილ ადამიანად, როგორ მივუახლოვდე მე ჩემს დანიშნულებას?“

რას ვეძებ? იმას რაც მაკლია …

სად ვეძებ? გარეთ … თუმცა კი, ვამბობ, რომ ეს ყველაფერი შიგნით, შინაგანშია, სულშია თუ მსგავსი რამ, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, რადგან შიგნით, სულშიც თუ … ისევე ვეძებ როგორც გარეთ, ფიზიკურად – ფიზიკურად შინაგანში, ფიზიკური კი შინაგანში როგორ … ან … საერთოდაც შინაგანს რას ვუწოდებ?

და ამიტომაც მიყვარს ის, სხვა …. რომელშიც ვპოულობ იმას, რაც მაკლია და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს რეალურად არსებული სხვა, ჩემი ფანტაზიისა თუ ოცნების ნაყოფია, შესაძლოა რომელიმე ზღაპრისა თუ წიგნის ან ფილმის პერსონაჟი … ოცნებები, რომლებიც ბავშვობაში სრულიად ნორმალურია – ცხოვრების მანძილზე მატულობს და … ვერ ვიზრდები …

რეალურად კი მომწონს და ვიღებ მხოლოდ იმას, რაც ჩემს აზრთა წყობას შეესაბამება, იმაში გაურკვევლად თუ რამ განაპირობა, რატომ მაქვს ასეთი აზრები, რატომ ვთვლი ამას პრობლემურად, როცა სხვისთვის საერთოდ არაა პრობლემა და შეიძლება პირიქითაც კი …

მაგრამ ის, ვინც ჩემს აზრთა წყობაში არ ჯდება, ვისი აზრებიც სხვანაირია – ის მიუღებელია ჩემთვის … და თუ მაინცდამაინც მასში ვიპოვე ის, რაც მე მაკლია … მაშინვე ვცდილობ მის მისაკუთრებას და ვცდილობ შევცვალო … თუ ვერ ვახერხებ, როგორც წესი, ეს არ გამოდის, იწყება … ეჭვიანობა, პრეტენზიები – მოკლედ სერიალი …

ჩემი აზრებიდან უკვე ვიცი როგორი უნდა იყოს ის, რა თუ როგორ უნდა იქცეოდეს, იმოსებოდეს, საუბრობდეს … ეს ჩამონათვალი უსასრულოა … ანუ როგორიც მინდა რომ ვიყო, ისეთი უნდა გახდეს ის …

ჩემი ცვლილების გარეშე _ სამყარო უნდა მომერგოს მე …

რა რთული და ჩახვეული ჩანაწერი გამოვიდა …

არადა, სამყაროს განვითარებას თავისი კანონები აქვს, რომლებსაც არათუ ვიცნობთ, არც კი გვაინტერესებს, იმიტომ, რომ ჩვენსას არ ემთხვევა …

მივატოვეთ სამყარო სამყაროში, რომელშიც ვართ … მივატოვეთ, ის, რასაც დღეს ზოგადად ღმერთს უწოდებენ, რომელიც სადღაც იქაა და მე აქ …

„მთავარი კითხვა ის კი არ არის: როგორ გავიგო მე ბევრი რამ?

არამედ: როგორ ვიქცე მე სრულყოფილ ადამიანად, როგორ მივუახლოვდე მე ჩემს დანიშნულებას?“

ილუზიიდან ილუზიაში

„აზრის მართვის უნარი ადამიანის ხელთაა და აქედან გამომდინარე ადამიანის ხელშია მთელი მისი მომავალი და ბედისწერა.” – ტიბეტური სიბრძნე

როგორც თევზი წყალში, ისე იყო ადამიანი ძველ-ინდოეთში აზრთა ოკეანეში – ფიზიკური იყო „მაია“, ილუზია …

Continue reading “ილუზიიდან ილუზიაში”

ლოგოფობია

ლოგოფობია – სიტყვის, შემეცნების შიში …

ყველაზე ზუსტი ტერმინი, რომელიც კი დღევანდელობას შეეფერება …
ლოგოფობია უფრო ცნობიერების დაავადების ფორმაა – როცა ადამიანს ეშინია ან არ უნდა სხვა ან სხვისი აზრის მოსმენა და იცის მხოლოდ ის, რაც „იცის“, რაც ოდესღაც ჩასძახეს …

 

ეგოიზმის ღრიალი

შეპყრობილი, საკუთარი წარმოდგენებით შეპყრობილი ადამიანი  – ეს ასე უნდა იყოს, ცხოვრება ასე უნდა მოეწყოს, „განსაკუთრებული“ თუ „მაგარი ტიპი“ ვარ და სხვა უამრავი რამ შეიძლება დაემატოს ამას … ანუ ყველა და ყველაფერი უნდა იყოს როგორც მე მსურს …

ჩანაწერი სრულად

საინტერესო ექსპერიმენტი

ვიდეო, მართალია, საკმაოდ ძველია, მაგრამ არა მგონია რაიმე შეცვლილიყო, თუ პირიქით არა …

ჩანაწერი სრულად

ცვლილების შანსი

ფოთოლზე ორი მატლი … უეცრად, შრიალის ხმა, გაიხედეს და ულამაზესი პეპელა …


ჩანაწერი სრულად

სად?!

12 პირობითადაა აღებული, რეალურად კი გაცილებით მეტია, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, ისევ 12-ზე დაიყვანება … Continue reading “სად?!”

არაა მასე … ?!

„არა … არაა მასე … არა და არა … არაააა მასე …“

ჩვეულებრივი სიტუაცია – რაიმე არ მაწყობს …

Continue reading “არაა მასე … ?!”

უმძიმესი მემკვიდრეობა

სახლი, მანქანა, ძვირფასეულობა, ძალაუფლება, ფული … კეთილი, კარგი ადამიანი …

Continue reading “უმძიმესი მემკვიდრეობა”