2017

21-ე საუკუნეა და მგონი ვერ ვხვდებით …
უკვე 17 წელი გავიდა რაც 21-ე საუკუნე დადგა – საუკუნის 1/6-ზე მეტი გავიდა …

  • ჩვენ ისევ გასული საუკუნის აზრებით/აზრებში ვცხოვრობთ … ისევ ის ძველი აზრები – ძველი წარმოდგენები – ძველი შეხედულებები … ყველაფერი წარსულიდან …
  • არაფერი შეცვლილა, იმის გარდა, რომ ყოველდღიურ ყოფით ლექსიკონს რამოდენიმე ასეული სიტყვა დაემატა:
    ლაიკი(Like), დაშეარება(share), სელფი(Self), ინსტაგრამი(Instagram), ფეისბუქი(Facebook), ბლოკჩეინი(Blockchain), ბიტკოინი(Bitcoin), … სულ რამოდენიმე ასეული სიტყვა …

ერთიდაიგივე, სულ ერთიდაიგივე – არაფერი ახალი … და გვინდა ახალი, ველოდებით ახალ წელს …

მგონი, ვერც კი ცნობიერდება, რომ უკვე 21-ე საუკუნეა …

Advertisements

ძველი-ახალი

ძველის და ახლის გარჩევა ძველი აზრებით შეუძლებელია – ახლის მხოლოდ იმ ნაწილს იღებ, რაც ძველი აზრებისთვის მისაღებია, დანარჩენის უკუგდება ხდება …
შესაბამისად, ახალ კერძს ამზადებ ძველი პროდუქტებით …
და ეს იმიტომ, რომ აზრები არის ერთი და იგივე … აზრებში ვერ ვიცვლებით – ვერ ვარჩევთ რომელია ძველი და ახალი აზრი …

ანუ საერთოდ ვერ ვერკვევით როგორ მიმდინარეობს აზროვნების პროცესი, ის, რითიც ყველაფერი მოიაზრება და რაც ყველაფრის მშენებელია …
ახალი სახლი ძველ საძირკველზე ყოველთვის ჩაიმოშლება

ამჟამინდელობა

ამჟამინდელობა არის სიცარიელე – როცა არაფერია არც წარსულიდან (უკვე არსებულიდან, ყოფილიდან, მკვდარიდან) და არც მომავლიდან (ოცნებიდან, ჯერარარსებულიდან)
მხოლოდ ეს სიცარიელეა რეალობა …

მხოლოდ სიცარიელეში შეიძლება იყოს თავისუფლება

მთელი ცხოვრება არის ქაოსი, განუსაზღვრელობა, სიტუაციურობა და ადამიანად შედგომა-დარჩენისთვის ყოველწუთიერი ჭიდილი …
… და ეს ყველაფერი ხდება ადამიანის აზრებში, აზროვნების სფეროში …

კითხვის არ დასმა

ადამიანი კითხვას როცა არ სვამს(კითხვის დამსმელი არ არის) ყველაფერს იღებს როგორც მზა-მზარეულ მოცემულობას, სხვის მიერ ბოძებულს, რომელიც წაკითხულის, მოსმენილისა თუ აღქმულის „თავისი“ აზრებით (ასევე გარედან შთაბეჭდილი: გარემო, სკოლა…) კომბინირებას ახდენს თავის სასარგებლოდ და გამოყავს შესაბამისი(სათავისო) დასკვნები …

შესაბამისად ასეთი ადამიანი საჭიროებს ვიღაცას(ავტორიტეტს, კერპს, ბელადს, რომელმაც „ყველაფერი იცის“ – „მამაომ იცის“, „Google იცის“ და …) ანუ არის სრულ არათავისუფლებაში და ამ არათავისუფლებიდან განსჯის …

უსათაურო

ნეოფობია და ლოგოფობია
სიახლის შიში და შემეცნების შიში – დღევანდელი ადამიანის პრობლემა …

შეუცნებელი არაფერია
არაცნობიერი უბრალოდ არა ცნობიერია – ვერშეცნობილი

ნებისმიერ სიტყვას, ტერმინს ხომ „ჩვენი“, ჩვენში არსებული აზრებით განვმარტავთ
„ჩვენი“ აზრებით იმ საკითხებზე(თუ საგანზე), რომელზეც კითხვა არ დაგვისვამს …

აზრთა დუმილი

უსმენ და ყველანაირი აზრი მოდის … ასოციაციები, მოგონებები, მოგონებებთან ასოცირებული …, გრძნობები, სიამოვნება-უსიამოვნება, სიმპათია-ანტიპათია …

მუსიკა ისმის?!
– ისმის …
– …
– აზრებიც ისმის, აზრები და მუსიკა …
– მუსიკა?
– …
– …

აზრთა დუმილი – მუსიკა ისმის …