რა არის განმანათლებლობა?

იმანუელ კანტი – პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?

„განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია.
Continue reading

Advertisements

ამჟამინდელობა

ამჟამინდელობა არის სიცარიელე – როცა არაფერია არც წარსულიდან (უკვე არსებულიდან, ყოფილიდან, მკვდარიდან) და არც მომავლიდან (ოცნებიდან, ჯერარარსებულიდან)
მხოლოდ ეს სიცარიელეა რეალობა …

მხოლოდ სიცარიელეში შეიძლება იყოს თავისუფლება

ვარდისფერი

ადამიანი წარმოდგენების ტყვეა …

ადამიანი საკუთარი აჩემებული წარმოდგენებისგან თავისუფალი მდგომარეობიდან თუ არ ხედავს, განსჯის, ექცევა ილუზიაში, წყდება რეალობას, სამყაროს და იკეტება …

ეს ჩაკეტვა იქცევა მისთვის ერთადერთ მისაღებად რეალობად, ესმის-იგებს მხოლოდ იმას, რაც უნდა-აწყობს, თვითონვე აფერადებს ვარდისფრად და ცხოვრობს მასში ….

ის, რაც შანსს აძლევს ჭეშმარიტების, ცხოვრების საზრისის შესამეცნებლად, ამ წარმოდგენების ფილტრს გაივლის და, როგორც წესი, გვერდზე გადაიდება, უყურადღებოდ რჩება, ფილტრშიგავლილი დამახინჯებული სახით წარმოდგება …
ცხოვრებაც შესაბამისად მიდის

ფიქრი და აზროვნება

ფიქრი – გარემოს მიერ შთაბეჭდილ-ჩანერგილ და გათავისებულ-შესისხლხორცებული ცნებებისა და ტერმინების (ეს კარგია, ის ცუდია, ეს შეიძლება, ის დაუშვებელია და ასე შემდეგ) უსასრულო კომბინირება საკუთარი შეგრძნებების შესაბამისად …
ერთიდაიგივე – სადაც არაფერი იცვლება, ყველაზე რთულად ცვალებადი ადამიანის ფიქრებია …
არსებითი სახელი, რომელიც იბრუნება … უცვლელი არსი, არადენადობა, მხოლოდ გარეგანი ფორმის ცვლილება (შეგრძნებებისდა მიხედვით)…
(ფიქრი აზროვნება არაა)

აზროვნება ესაა პროცესი – მოძრაობა-მოქმედება – ზმნა, რომელიც იუღლება … არსის ცვლილება, დენადობა …

მთელი ცხოვრება არის ქაოსი, განუსაზღვრელობა, სიტუაციურობა და ადამიანად შედგომა-დარჩენისთვის ყოველწუთიერი ჭიდილი …
… და ეს ყველაფერი ხდება ადამიანის აზრებში, აზროვნების სფეროში …

კითხვის არ დასმა

ადამიანი კითხვას როცა არ სვამს(კითხვის დამსმელი არ არის) ყველაფერს იღებს როგორც მზა-მზარეულ მოცემულობას, სხვის მიერ ბოძებულს, რომელიც წაკითხულის, მოსმენილისა თუ აღქმულის „თავისი“ აზრებით (ასევე გარედან შთაბეჭდილი: გარემო, სკოლა…) კომბინირებას ახდენს თავის სასარგებლოდ და გამოყავს შესაბამისი(სათავისო) დასკვნები …

შესაბამისად ასეთი ადამიანი საჭიროებს ვიღაცას(ავტორიტეტს, კერპს, ბელადს, რომელმაც „ყველაფერი იცის“ – „მამაომ იცის“, „Google იცის“ და …) ანუ არის სრულ არათავისუფლებაში და ამ არათავისუფლებიდან განსჯის …

სიკვდილ-სიცოცხლე – ჭიქა წყალი

ჭიქა წყალი ორთქლდება და შეერევა „საერთო მასას“(ჰაერს)

წყლის შემთხვევაში ერთბაშადი აორთქლება არ ხდება …

სიკვდილი არის მხოლოდ მომენტი, „წამის გაელვება“, რომელიც ამ მომენტამდე არაა(ცოცხლები ვართ) და არც ამ მომენტის შემდეგ არის …

ჭიქა წყალი ორთქლდება და შეერევა „საერთო მასას“(ჰაერს), სულიერ სამყაროს …

და ისევ მოდის „წვიმის“ სახით (ფიზიკურ სამყაროში) …

რა ფორმის, ფერის, ზომის … ჭურჭელში ჩაიღვრება – სრულყოფილი იქნება თუ ნაკლული (გაბზარული, დაზიანებული, მახინჯი, შეუხედავი) – ეს სხვა თემაა …