თვითრეალიზება

რა ხდება ადამიანი როცა ვერრეალიზდება, ვერ მიდის ცხოვრების საზრისამდე?!
უმეტესობა გართობას ეძლევა და იქ ცდილობს თავის პოვნას, სხვა პოლიტიკაში მიდის, ნაწილი იწყებს „სხვაზე ზრუნვას“ და ხდება უფლებათა დამცველი, ეკოლოგიის გულშემატკივარი და სხვადასხვა …
ფბ-მ ეს საკითხი ნაწილობრივ „მოაგვარა” – იქმნება თვითრეალიზაციის უდიდესი ილუზია …
ადამიანი იბადება სრულიად გარკვეული მიზნით, რომლის შეცნობა ხდება თვითშემეცნების გზით – „შეიცან თავი შენი”, რისი, ასე ვთქვათ, წინაპირობაა დ.გურამიშვილისეული 4 კითხვა: ვინ ვარ, საიდან მოვედი, სად ვარ, სად მივდივარ?
ადამიანი კითხვის დამსმელი ერთდაერთი არსებაა სამყაროში …
კითხვები, რომელმაც ადამიანი ცხოვრების საზრისამდე უნდა მიიყვანოს …
ამ 4 კითხვაზე პასუხი სასკოლო-საუნივერსიტეტო-სამეცნიერო-ინტერნეტ განათლებით ვერ მიიღწევა …
ეს მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა ადამიანი ცხოვრებისეული გარემოებებისდა გამო მივა მდგომარეობამდე „ვიცი, რომ არაფერი ვიცი” ანუ სრულ უძლურებამდე იმ აზრებში, რაც მას აქვს და რითიც საზრდოობს … მივა სიცარიელემდე, თავისუფლებამდე – გარემოს მიერ შთაბეჭდილ-შთაგონებულ ყველანაირი აჩემებისგან თავისუფალ მდგომარეობამდე(“ეს ასეა, ის ისე უნდა” და სხვა მსგავსი) … თავისუფლების მდგომარეობამდე, რომლიც მხოლოდ წამია და არა ერთხელ მიღწეული სტატიკური რამ, რომელიც ყოველწამს ხელახლა მოსაპოვებელია ….

Advertisements