რწმენა, შემოქმედება, შემეცნება

ჩვენ (ადამიანებს) მოგვეცა კითხვის დასმის თავისუფლება, ესე იგი, თავისუფლება ბოლომდე – სხვანაირად იქნებოდა ნაწილობრივი, ილუზორიული თავისუფლება …
ანუ საკითხი/საგანი არ მაიძულებს მე კითხვა დავსვა – მხოლოდ მე ვარ უფლება-ნებამოსილი დავსვა კითხვა, შევიტანო ეჭვი რაიმეში …

საგანში/საკითხში/მოვლენაში კითხვა არაა … საგანი/საკითხი/მოვლენის არსი კითხვას არ შეიცავს …. კითხვა(კითხვის დასმა) არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური რამ – ცხოველებმა, ღმერთებმა ყველაფერი იციან …
იდეა კითხვას არ შეიცავს … კითხვა არის იდეის გარე მხარე – იდეა არის წერტილი – კითხვა არის სფერული, იდეა არის ამ სფეროს ცენტრი

ალბათ, ჭეშმარიტებამდე მისვლის სამი გზაა:

– რწმენა* იდეას იღებს როგორც უეჭველ მოცემულობას – კითხვის გარეშე

– შემოქმედება იდეას იღებს როგორც მოცემულობას(გამოცხადებას) და მისი გამოხატვის ფორმას ეძებს ანუ სვამს კითხვას „როგორ“ – როგორ გამოხატოს იდეა … (კითხვა დაისმის)

– შემეცნება იდეას იღებს როგორც მოცემულობას, საგნის/მოვლენის/საკითხის არსამდე(იდეამდე) მისვლას ცდილობს და სხვამს კითხვას „რა არის ეს“, „რა დგას ამის უკან“, „რაშია მისი არსი, იდეა“, ცდილობს მივიდეს იდეამდე, არსამდე, ეძებს გზას როგორ გააკეთოს ეს

მხოლოდ შემეცნება არის ორმხრივი სულიერ-ფიზიკური, რომელშიც ადამიანი (საგნის/მოვლენის/საკითხის გარშემო) სავსება-მთლიანობას აღწევს – იდეიდან (სულიერიდან) ფიზიკურში შემოდის და ფიზიკურიდან (საგანი/მოვლენა/საკითხი) ადის სულიერამდე (არსამდე, იდეამდე) … (კითხვა დაისმის)

(* რწმენა, რწმენაში ყოფნა – გულისხმობს იმას, როდესაც ადამიანის მხოლოდ ღმერთისთვის არის, მთლიანად თავმიცემულია საკუთარ რწმენას და ღმერთის გარდა სხვა არაფრისთვის სცალია  და არა ის ფარისებლური მორწმუნეობა, რაც დღეს ჩვენს გარშემოა )

Advertisements