მატერიალიზმი = რელიგიურობას ?!

გაიზრდება თუ არა, ეგრეთ წოდებულ, მორწმუნეთა რიცხვი?

აუცილებლად და თანაც მნიშვნელოვნად …

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მომავალი მორწმუნის კანდიდატი ისაა, დღეს რომ ყველაზე კრიტიკული და ენამოსწრებულია, განსხვავებულად „მოაზროვნე“ თუ კრეატიული …

ეს უბრალოდ დროის ამბავია – ასე 10, 20 წელი ან გაცილებით მეტი …

კიდევ უფრო მეტი ადამიანი გახდება მატერიალისტი?

რა თქმა უნდა …

მათ რიცხვს კი პირველ რიგში ის პატარები შეავსებენ, რომლებიც მზურველ მშობლებს საეკლესიო სკოლებსა და ეკლესიებში დაჰყავთ …

რატომ? – ბავშვობისას განა მოგვწონდა(?!), როცა გვიჩიჩინებდნენ, რომ ასე უნდა გააკეთო ან ეს კარგია …

საეკლესიო სკოლა კი უბრალოდ შეაძულებს პატარას იმას, რასთანაც ის მოგვიანებით დამოუკიდებლად უნდა მივიდეს … (ამ მხრივ, ფრიად საინტერესო იქნებოდა გაუხმაურებელი და გასაიდუმლოებული ინფორმაცია ეროვნულ გამოცდებზე მსგავსი სკოლების „წარმატებების“ შესახებ …)

და რატომ რელიგიური=მატერიალისტს?

ორივეს ცნობიერებას ხომ ყოფიერება განაპირობებს-განსაზღვრავს

ორივე ხომ იმას მოიაზრებს, რაც უკვე მოაზრებულია ანუ დამოუკიდებელი აზროვნება არაა … ორივე ხომ საკუთარი წარმოდგენებისა და აჩემებების ტყვეობაშია

P.S. აქ რელიგიურობის ქვეშ იგულისხმება, ის ფესევდორელიგიურობა, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით – ავტომობილებსა თუ ოფისებში, სახლებსა თუ სკოლებში გაკრული ხატებითა და ჯიპოსანი მამაოების მიერ ქადაგებული მამაომადიდებლობის სახით …(ამ მხრივ არა მგონია სხვაგან უკეთესი სიტუაცია იყოს)

… ალბათ, საბოლოო ჯამში, პრობლემა დაიყვანება საკითხამდე – მოაზროვნე?!

Advertisements