ბედი

ბედი არაფერს გვართმევს … ბედი გვჩუქნის …

ჩვენი არჩევანი განაპირობებს ბედს …
ბედი გვჩუქნის ახალს … მას არ შეუძლია წარსული გვაჩუქოს, ის უკვე იყო, გვქონდა

ბედი გვჩუქნის ახალს…

ახალს, რომელიც მხოლოდ შანსია ჩვენი წინსვლისთვის – უბრალოდ, ადამიანები გავურბივართ სიახლეს და წასულის „ჭაობს“ ვეძლევით – ვერ ამოვდივართ ან ვუბრუნდებით იმ იმედით, რომ წარსული შეიცვლება და მომავალში უკეთესი გახდება ანუ წარსული გვინდა მომავალში – სრული აბსურდი; დაახლოებით იგივე, რომ ახლა კომპიუტერიდან ისევ საბეჭდ მანქანას მივუჯდეთ –  აბსურდი, უფრო ზუსტად კი რეგრესი და წარსულიდან ვერ გათავისუფლებული ადამიანი სწორედაც რომ რეგრესს განიცდის, …
სამყაროში ყველაფერი მოძრავია და თუ შენ წინ არ მიდიხარ, ერთ ადგილზე, ესე იგი, წარსულში დგახარ, მიდიხარ უკან … ზუსტად ისევე, როგორც მატარებლის ვაგონიდან დანახული ხე ერთ ადგილზე რჩება, მაგრამ სულ უფრო და უფრო უკან „მიდის“ შენი თვალხედვიდან …

ბედი არაფერს გვართმევს – წარსული უნდა ყოფილიყო, რომ სიახლეს იმ გამოცდილებით შევხვედროდით რაც შევიძინეთ … ზუსტად ისევე, როგორც საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვის ცოდნა გამოადგება ადამიანს კომპიუტერთან მუშაობისას … საბეჭდი მანქანიდან ხომ არაფერი დარჩა ბეჭდვის ცოდნის, ბეჭდვის გამოცდილების გარდა ?! … საბეჭდი მანქანა დარჩა წარსულში, აწმყოში გვაქვს გამოცდილება(ბეჭდვის ცოდნა), რომლითაც წინ უნდა წავიდეთ …

Прошлое не дает жить настоящим и не пускает нас в будущем – это происходит на эмоциональном уровне, что берет верх над здравым смыслом и человека держит под замком.

Люди часто так обходятся друг с другом, или сами мы не можем выйти из прошлого, или из-за чего-то(имущество, наследство, финансы …) и под маски семьи, ради детей и т.д. удерживают отношения (но это всего лишь оправдание своей позиции – неосознанно никто не хочет возвращаться в прошлое, все хотят идти вперед – как никто не хочет быть плохим), и это все происходит на эмоциональном уровне и человека ставит в зависимость – полная несвобода, что конечном счете приводит к разлаганию индивидуума – человек теряет самого себя, человек теряется и для других, для мира в целом …

არჩევანი განაპირობებს ბედს …
წარსულისეულ წრეზე თუ დავდივართ შედეგიც შესაბამისია

1

Advertisements