ადამიანი აწმყოს არსება

წერტილი და არა წრფე
წერტილი, რომლის გარშემო ტრიალებს სამყარო და წერტილი, რომელიც თავად ქმნის(იაზრებს) სამყაროს

ის მხოლოდ აწმყოში ცხოვრობს – ყოველი წამი არის აწმყო; აწმყო, რომელიც მომდევნო წამს უკვე წარსულია და ისევ აწმყო …

ის ვერ რჩება წარსულში – ყოველი წამი აწმყოა

ის ვერ მიდის მომავალში – ყოველი წამი აწმყოა

წარსული შემოდის(რჩება) აწმყოში, თან ვატარებთ, რითიც ის, რაც მომავლიდან მოდის ვერ შემოდის წარსულით გაჯერებულ აწმყოში მომავლიდან (მომავლიდან მო-მავალი-სთვის ადგილი არაა)

ეს ყველაფერი ხდება აზროვნებაში – ყველაფერი აზროვნებაშია, მთელი სამყარო(ღმერთის ჩათვლით)

ვერდავიწყება, წარსულისგან ვერგათავისუფლება უშლის ხელს მომავლიდან მო-მავალს და არის წარსულით გაჯერებული აწმყო … შეჩვეული ჭირი(წარსული), რომელიც მომავლიდან მო-მავალ შეუჩვეველ(ახალს, ჯერ კიდევ უცნობს, არგანსაზღვრულს) ლხინს გვირჩევნია …

„წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს“ ერიხ მარია რემარკი

Advertisements