არ ისუნთქო

პირველი განცდა, რაც შემოვიდა იყო: ესაა ხელოვნება

თითქოს მარტივი, ყოფითი სცენა, მაგრამ ფრიად რთულად აღსაქმელი, ღრმა ფილმი … ადამიანი თუ უბრალოდ ეძლევა ცხოვრებას, დაუკვირვებლად, ვერაფერს ამჩნევს – გაუჭირდება ამ ფილმის აღქმა …

ხელოვანი ზოგადიდან გამოსვლით კონკრეტულდება (მხატვრის შემთხვევაში ზოგადი, იდეა სრულიად კონკრეტულ სახეს იღებს)

ზოგადი ერთი არაა და ამიტომაც მრავალის დაკონკრეტება, ფორმის მიცემა, მათი გამოსახვა ერთად, როგორც პალიტრის ფერებია ერთმანეთში არეული, ოღონდ სივრცულად და არა სიბრტყეზე, თან ისე, რომ შემდეგ საფიქრალი, სააზროვნო მასალა რჩება

ეს ყველაფერი კი ვერ გამოვა თუ ხელოვანი მთლიანად არაა ზოგადით განმსჭვალული და მთელი არსებით არაა შესული „კონკრეტულის ტყავში“ …

საზოგადოების პრობლემა როგორც თითოეული ადამიანის პრობლემა და ადამიანის პრობლემები რომლითაც მოცულია, განმსჭვალულია გარემო: გაუნათლებლობა, არაპროფესიოლნალიზმი, „მხოლოდ მე ვიცი“, „მესმის მხოლოდ ის რაც მაწყობს“, „სხვის საქმეში ყველა ბრძენია“ …

სამსახიობო მინიმალიზმი?! – „უმსახიობო“ მრავალპერსონაჟიანი ფილმი (არცერთი პროფესიონალი მსახიობი) …

ყველამ ითამაშა თავისი როლი, რომელსაც ცხოვრება ჰქვია

და ეს ყველაფერი ისეთი მხატვრული გაფორმების ფონზე, რომლის გადმოცემა სიტყვებით რთულია (ინტერნეტში ოდესღაც კადრები დაიდება და დავდებ)

ნინო კირთაძის ფილმი „არ ისუნთქო“

Advertisements