მარტოობა

ორი ადამიანის თავისუფალი ურთიერთობა …
როცა ერთად ხარ და ნებისმიერ მომენტში შეგიძლია რომ მარტო იყო …
ალბათ, მაშინ არის ეს ურთიერთობა(ორთა ერთობა) თავისუფალი და იბადება მორალი – მორალი თავისუფლებიდან შობილი …

ყველა სხვა შემთხვევა არის არათავისუფლებიდან – ანგარიშგაწევიდან, ტრადიციიდან, საზოგადოების წეს-ჩვეულებებიდან ან/და სხვა არათავისუფლების ძალდატანებით თავსმოხვეული მორალურ-ეთიკური თუ სხვა ნორმებიდან, რომლებიც არათავისუფლებას მხოლოდ აძლიერებს…

ადამიანი მიდის აზრამდე რომ თავისუფლება არის ის, რაც სხვის თავისუფლებას არ არღვევს …

მე არ ვიზღუდები და არც სხვა ვზღუდავ …

და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალებიდან ამოზრდილი მორალთან ერთად, რომელიც არათუ შეზღუდულობა, არამედ საკუთარი თავისუფალი, გაკეთილშობილებული ნებიდან ამოდის …

„დღის წესრიგში“ დგება „იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვისთვის“ (ერიხ მარია რემარკი) …

თითქოს მარტო, მაგრამ ხარ არამარტო, სხვისთვის, ადამიანისთვის …

ადამიანი ადამიანით არის ადამიანი …

Advertisements