რა თუ როგორ ?!

„მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ, შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა” ალბერტ აინშტაინი …
პროფესორი იღებს ჭიქა წყალს და ეკითხება სტუდენტებს:
– რას ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?
– დაახლოებით 200გვ… სხვამ 500გრ …

– ნამდვილ წონას გავიგებ, როცა ავწონი, მაგრამ ახლა მინდა გკითხოთ:  რა მოხდება თუ ჭიქას დიდი ხნით ხელში დავიჭერ?
– არაფერი …

– რა თქმა უნდა არაფერი, მაგრამ თუ უფრო მეტს ხანს, 2 საათი თუ ასე ვიქნები?
– ხელი დაგეღლებათ …

– და თუ მთელი დღე ასე გაგრძლდება?
– შეიძლება საავადმყოფოშიც კი მოხვდეთ – იუმორით უპასუხა სტუდენტმა …

– ეს რომ არ მოხდეს, რა გავაკეთო?
– ჭიქა დადგით …
– მართალია – უპასუხა გახარებულმა პროფესორმა …

ცხოვრებისეულ პრობლემებზე თუ დიდი ხანი იფიქრებთ, ეს ფიქრები ჩაგითრევთ, თუ მთელი დღეების განმავლობაში ფიქრობთ კიდევ უფრო მძიმე შედეგი ექნება…

პრობლემაზე ფიქრი შეიძლება, მაგრამ, როგორც წესი, ეს არაფრის მომცემია, მისი „წონა“ არ იცვლება …


თითქოს კარგი იგავივით არის, მაგრამ, რეალურად, არაფრის მომცემი – პრობლემა ხომ ამით არ ქრება?! ცოტა ხნით შეიძლება დაიფარიოს, მაგრამ არსად წავა …
საუბრის შინაარსით ვიღაც კმაყოფილებას იგრძნობს, სხვა სხვანაირად აღიქვამს-გაიგებს, ზოგიერთმა ამ იგავის მოყოლით შეიძლება თავიც კი მოიწონოს 🙂

ამ სიტყვების გარეშე უბრალოდ არაფერია, სიტყვების რახა-რუხი:

„მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ, შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა” ალბერტ აინშტაინი …

ეს ციტატა კიდევ უფრო ნათელს ხდის ზემოთქმულ საუბარს …
ცალკე აღებული ციტატა, სიტყვები – „აზროვნების დონე“ – აბსოლუტურად გაუგებარია რას ნიშნავს ან რა დონეებზეა საუბარი …

– რა განსაზღვრავს და სად განისაზღვრება – „აზროვნების დონე“ ?! …

– ისევ და ისევ აზროვნებით განისაზღვრება და აზროვნებაში …

– და როგორ ვაზროვნებთ?!

– …

„გაიაზრე “რა”, მაგრამ უფრო მეტად გაიაზრე “როგორ”“ (გოეთე)

Advertisements