განათლებული თუ გაუნათლებელი?!

განსხვავება განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის, ალბათ, ყველაზე ნათლად ცნება „სიყვარული“ და „სექსი“-ს მაგალითზე ჩანს:

გაუნათლებელი ადამიანი – აქვს მოთხოვნილება … აქვს და იკმაყოფილებს ყოველგვარი სახელის დარქმევის გარეშე – უბრალოდ, იკმაყოფილებს … და რადგან გარშემო ყველა ეძახის „სიყვარულს“, ისიც ამბობს, იჩემებს, რომ უყვარს …

განათლებული ადამიანი – რაც უფრო განათლებულია, ის, მით უფრო მეტად ჩაეხვევა ხოლმე გარემოცვისა და საკუთრივ მის მიერ აჩემებულ აზრებში და თან იმდენად, რომ ამ ინსტინქტურ მოთხოვნილებას არქმევს სახელს “სიყვარული” (ეს კიდევ უფრო მძაფრდება ადამიანის ტიპიდან გამომდინარე: მაგალითად, რომანტიკოსი საერთოდ იძირება ამ გაურკვევლობაში და ეიფორიაშია – მას ვერავინ აუხსნის რომ ილუზიებში ბანაობს, პირიქით, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს და არც კი შეეცდება იმის გარკვევას, თუ რა და როგორაა – მან უკვე იცის …)

„არც უწიგნურობა ვარგა და არც მხოლოდ წიგნიდან ყურება“

სად არის ადამიანი და საიდან „აზროვნებს“ იგი – მიუხედავად იმისა, განათლებულია თუ გაუნათლებელი:

ორივე „აზროვნებს“, ორივე შეგრძნებებიდან განსჯის…

სიყვარული სხვა რამეა, არ სიძვისა(სექსის) შესადარი,

იგი სხვაა სიძვა(სექსი) სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი …

როგორც სიყვარულსა და სექსს შორის არაა რაიმე კავშირი, ისევე არაა განსხვავება განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის …

შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ, რაღაც შემთხვევაში, გაუნათლებლობა არის თავისუფლება, თავისუფლება გარემოცვის მიერ შთაგონებული სრულიად გაუაზრებელი აზრებისგან და თავისთავად არის შანსი, შანსი და მეტი არაფერი, თავად მივიდეს ადამიანი საგნების, საკითხების არსამდე …
როგორც გაუნათლებელი ვერ აზროვნებს, ისევე …

განათლება, განათლებულობა, ინტელექტუალი – აზროვნებას არ ნიშნავს, ესაა ათვისებული ცოდნის, ცნებების, ტერმინებისა და განსაზღვრებების სიმრავლით მანიპულირება, მათი კომბინირება და გადმოცემა …

ლაპარაკი, ფიქრი, საუბარი, შეგრძნებებიდან განსჯა – აზროვნება არაა …

ის, რაც ინსტინქტურად, ბუნებითად ხდება, ვერ იქნება ადამიანური …

ადამიანურია ის, რაშიც ადამიანი ერკვევა, რაც მას შეცნობილი აქვს …

იცის კი ადამიანმა როგორ აზროვნებს, როგორ მიმდინარეობს აზროვნების პროცესი?!

ან როგორ შეიცნობს, როცა კითხვა: რა არის აზროვნება ან როგორ ვაზროვნებ? არც კი დასმულა, რომ არაფერი აზროვნების პროცესის(აზროვნების მიმდინარეობის) კვლევა-ძიებაზე …

Advertisements