სახელმწიფო და ხელოვნება

კარგი და ცუდი ხელოვნება არ არსებობს …

არის კარგი ან ცუდი ხელისუფალი, სახელმწიფო სისტემა, მმართველი და ასე შემდეგ … სახელმწიფომ უარყო ხელოვნება-შემოქმედება – სახელმწიფო ჩამოიშალა …

რა თქმა უნდა სახელმწიფო ვერ იქნება მხოლოდ ხელოვნებით, მას სახელწიფო სისტემა და სხვა სახელწიფო ინსტიტუტები სჭორდება, მაგრამ სახელწიფო არის ერთი ორგანიზმი და თუ მასში რომელიმე ორგანო დაავადებულია ან მოიკვეთა – ორგანიზში ჰარმონია არაა და ის იღუპება …

(ამჯერად, სამართლებრივი და სხვა საკითხები ამ ჩანაწერის თემა არაა) …

ერთი მშვენიერი საღამო რუსთაველზე, პროექტი, რომელიც, ალბათ, სულ რაღაც 5000-7000 დაჯდა (ზუსტი ციფრი არ ვიცი) …

რაღაც ახალი შექმნა, დამსწრე საზოგადოებამ დაათვალიერა, რაღაც ახალი ნახა, გაიგო და კიდევ უფრო გაკეთილშობილდა …

– გინახავთ სადმე ან ოდესმე თეატრიდან, კონცერტიდან ან გამოფენიდან გამოსული გაბოროტებული ადამიანი?!

– მე არა …

რა ხდებოდა საქართველოში ბოლო 20-23 წლის განმავლობაში – ყველა ხელისუფალი მაქსიმალურად ცდილობდა ადამიანის დამონებას  და ამისთვის ეკლესიის დაფინანსება ხდება, რომლისთვისაც მიუღებელია თავისუფალი, მოაზროვნე და შემოქმედი ადამიანი ამ პროცესმა პიკს ბოლო 9 წელიწადში მიაღწია, როცა ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 25.000.000 მეტს იღებდა მარტო თანხის სახით(რომ არაფერი ვთქვათ 1 ლარად გადაცემულ ქონებაზე და სხვა ნაჩუქარ თუ შეწირულ ქონება-თანხებზე)
შედეგად მივიღეთ გამოეკლესიურებული ფსევდო ხელოვნება

25.000.000 : 7000 = 3571

წელიწადში 3571 მსგავსი გამოფენა-კონცერტი-შემოქმედებითი საღამო – ეს სახელმწიფომ უარყო …

დღევანდელ საღამოზე იყო 200-ზე მეტი ადამიანი …

200-ზე მეტი კიდევ უფრო გაკეთილშობილებული ადამიანი …

კეთილშობილი ადამიანი გარემოცვასაც აკეთილშობილებს …

სახელმწიფოს არ აწყობს თავისუფალი ადამიანი და მოსახლეობის მასების სამართავად აფინანსებს ეკლესიას და პოლიტიკურ პარტიებს – შემდეგად ვიღებთ ადამიანთა გამოეკლესიურებულ მასას ან/და პარტ-აქტივისტებს(კომკავშირლებს, პარტ-მუშაკებს) …

მოსახლეობის 92%-ის გამოეკლესიურება – გამოეკლესიურება, სადაც ღმერთი დაიკარგა და რეალურად საზოგადოება კერპთაყვანისმცემლობამდე მივედა …

– გინახავთ გაკეთილშობილებული, შემწყნარებელი, მიმტევებელი ეკლესიური?!

– მე არა …

არათავისუფალ, მონის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სახელმწიფოებრივი, პირადულზე უფრო მაღალი, აზროვნება არ მოეთხოვება და ვერც ახერხებს – მისთვის, ბატონმა იცის და კერპი გადაარჩენს …

…………

დიმა დადიანი - მუსიკალური გაფორმება
დიმა დადიანი – მუსიკალური გაფორმება

DSC00518 DSC00523

გელა კუპრაშვილი - მხატვრული გაფორმება
გელა კუპრაშვილი – მხატვრული გაფორმება

DSC00529 DSC00530

Advertisements