ამოგლეჯილი წინადადება

ოდესღაც მოთხრობა დაიწერა …

აბზაცი, წინადადება, ფრაზა, შეკითხვა, პასუხი ….

მოთხრობიდან ერთი წინადადება კი ამოგლიჯეს, ამოიღეს და ეს ყველაფერი საუკეთესო აზრებითა და განზრახვებით …

ამოგლეჯილი წინადადება ამ მოთხრობის ნაწილი იყო და ხომ ვერ გაქრებოდა?!

დარჩა … დარჩა რაღაცნაირად უადგილოდ … სხვა აბზაცში მისი ადგილი აშკარად არ იყო – არც მოთხრობის დასაწყისში; დასასრულში საერთოდ ვერ ჯდებოდა – არადა მისი ადგილი ცარიელი ხომ ვერ დარჩებოდა და სხვა წინადადებამ თუ ფრაზამ დაიკავა …

ამოგლეჯილი წინადადებით ახალი მოთხრობის დაწყებაა შესაძლებელი …

 

Advertisements