მიტოვებული სამყარო

“მთავარი კითხვა ის კი არ არის: როგორ გავიგო მე ბევრი რამ? არამედ: როგორ ვიქცე მე სრულყოფილ ადამიანად, როგორ მივუახლოვდე მე ჩემს დანიშნულებას?“

რას ვეძებ? იმას რაც მაკლია …

სად ვეძებ? გარეთ … თუმცა კი, ვამბობ, რომ ეს ყველაფერი შიგნით, შინაგანშია, სულშია თუ მსგავსი რამ, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, რადგან შიგნით, სულშიც თუ … ისევე ვეძებ როგორც გარეთ, ფიზიკურად – ფიზიკურად შინაგანში, ფიზიკური კი შინაგანში როგორ … ან … საერთოდაც შინაგანს რას ვუწოდებ?

და ამიტომაც მიყვარს ის, სხვა …. რომელშიც ვპოულობ იმას, რაც მაკლია და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს რეალურად არსებული სხვა, ჩემი ფანტაზიისა თუ ოცნების ნაყოფია, შესაძლოა რომელიმე ზღაპრისა თუ წიგნის ან ფილმის პერსონაჟი … ოცნებები, რომლებიც ბავშვობაში სრულიად ნორმალურია – ცხოვრების მანძილზე მატულობს და … ვერ ვიზრდები …

რეალურად კი მომწონს და ვიღებ მხოლოდ იმას, რაც ჩემს აზრთა წყობას შეესაბამება, იმაში გაურკვევლად თუ რამ განაპირობა, რატომ მაქვს ასეთი აზრები, რატომ ვთვლი ამას პრობლემურად, როცა სხვისთვის საერთოდ არაა პრობლემა და შეიძლება პირიქითაც კი …

მაგრამ ის, ვინც ჩემს აზრთა წყობაში არ ჯდება, ვისი აზრებიც სხვანაირია – ის მიუღებელია ჩემთვის … და თუ მაინცდამაინც მასში ვიპოვე ის, რაც მე მაკლია … მაშინვე ვცდილობ მის მისაკუთრებას და ვცდილობ შევცვალო … თუ ვერ ვახერხებ, როგორც წესი, ეს არ გამოდის, იწყება … ეჭვიანობა, პრეტენზიები – მოკლედ სერიალი …

ჩემი აზრებიდან უკვე ვიცი როგორი უნდა იყოს ის, რა თუ როგორ უნდა იქცეოდეს, იმოსებოდეს, საუბრობდეს … ეს ჩამონათვალი უსასრულოა … ანუ როგორიც მინდა რომ ვიყო, ისეთი უნდა გახდეს ის …

ჩემი ცვლილების გარეშე _ სამყარო უნდა მომერგოს მე …

რა რთული და ჩახვეული ჩანაწერი გამოვიდა …

არადა, სამყაროს განვითარებას თავისი კანონები აქვს, რომლებსაც არათუ ვიცნობთ, არც კი გვაინტერესებს, იმიტომ, რომ ჩვენსას არ ემთხვევა …

მივატოვეთ სამყარო სამყაროში, რომელშიც ვართ … მივატოვეთ, ის, რასაც დღეს ზოგადად ღმერთს უწოდებენ, რომელიც სადღაც იქაა და მე აქ …

„მთავარი კითხვა ის კი არ არის: როგორ გავიგო მე ბევრი რამ?

არამედ: როგორ ვიქცე მე სრულყოფილ ადამიანად, როგორ მივუახლოვდე მე ჩემს დანიშნულებას?“

Advertisements