უშედეგო დასვენება …

ყველაფერს ცოდნა უნდა, მათ შორის კი დასვენებას …


შვეიცარიაში დასასვენებლად ან ესპანეთში … ვათვალიერებ, მოვიარე ქვეყანა …
საღამოობით ვსხდებით ბარში ან რესტორანში, თეატრსა თუ …
ალბათ, უფრო შევდივართ ფბ-ზე და ვასტატუსებთ, ვდებთ სურათებს, ვიგებთ ახალ ამბებს, ქვეყანაში რა ხდება, ნაცნობ-მეგობრებთან ვკონტაქტობთ, შემდეგ დღეს იგივე, მერე ისევ მსგავსი …
– ესაა დასვენება და უცხო ქვეყნის გაცნობა?!
– რაღაც ეჭვი მეპარება …
უცხო ქვეყანას ხომ იმდენწილად ვეცნობი, რამდენწილადაც მის კულტურაში შევდივარ, ვითავისებ მას …

  • როგორ ხდება გათავისება?
  • არ ვიცი …
    ეს ისეთივე კითხვაა, რომ იკითხოთ როგორ ხატავდა რაფაელი ან ხუან მირო …

    და რატომ ვერ ვითავისებთ სხვა კულტურას?!
    ალბათ, იმიტომ, რომ აზრებით ისევ იქ ვართ, საიდანაც წამოვედით და მხოლოდ ფიზიკურად ვიმყოფებით სხვა ადგილზე – რომელსაც დასვენებასა და სხვა ქვეყნის მონახულებას ვუწოდებთ …

    ყველაზე ცუდი კი არის, რომ საუკეთესო შემთხვევაში ჩვენი კულტურის დონე არ მაღლდება … ვრჩებით იმად, რანიც ვართ …

მახინჯი შვილი, ვერდავიწყება