ილუზიიდან ილუზიაში

„აზრის მართვის უნარი ადამიანის ხელთაა და აქედან გამომდინარე ადამიანის ხელშია მთელი მისი მომავალი და ბედისწერა.” – ტიბეტური სიბრძნე

როგორც თევზი წყალში, ისე იყო ადამიანი ძველ-ინდოეთში აზრთა ოკეანეში – ფიზიკური იყო „მაია“, ილუზია …

ახლა კი ნაპირზე დგას …

ძველი სიბრძნისადმი ტრფიალი – ეს არის დღევანდელი „მაია“, ილუზია …

აზრთა მართვის უნარი კი მხოლოდ აზროვნების პროცესის მიმდინარეობაში გარკვევის შემდეგ შეიძლება …

ამონარიდი ტიბეტური სიბრძნიდან, რომელიც ძველ-ინდურ კულტურიდან მოდის, კულტურული ეპოქიდან, როცა ადამიანია გარე სამყაროს „მაია“-ს უწოდება – ყველაფერი ფიზიკური ილუზია იყო, რადგან ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო ემანსიპირებული ღმერთებიდან(სულიერი სამყაროდან), მათ წიაღში ცხოვრობდა და ეს იმდენად რეალურად აღქმადი იყო, რომ ფიზიკურს, იმასთან შედარებით, რაც მას სულიერად ეცხადებოდა, ილუზიას უწოდებდა …
აზრთა მართვის დინება სრულიდ შეესაბამებოდა სამყაროს კანონებს …

სულიერი სამყარო, აზრთა სამყარო, რომელიც თანდათან ადამიანის მეშვეობით ფიზიკურში შემოდიოდა და კვდებოდა და ფორმას იძენდა …

განვითარების პროცესში ადამიანი სრულად ემანსიპირდა …

აზრთა სამყარო მთლიანად ჩამოიღვარა – ღმერთი მოკვდა …

მაშინდელი ილუზია, „მაია“ – დღევანდელი მკვდარი ღმერთია …

დღევანდელი ადამიანის აზრთა დინება, მკვდარიდან აღქმულ-შთაბეჭდილის მიერ არის შობილი …

Advertisements

One thought on “ილუზიიდან ილუზიაში

Comments are closed.