რას ვამართლებთ ?!

1.000.000. …

ყველა საქმეს, საგანს თუ მოვლენას აქვს მილიონი დადებითი და უარყოფითი მხარე … ვიღაც ამართლებს ერთ მხარეს, სხვა მეორეს …

ახალი ფენომენი შუისტი, რომელიც იჩემებს შუაში დგომას … მასაც ხომ მილიონი დადებითი მხარეს აქვს, მაგრამ 2(ორი) მილიონი უარყოფითი …

ამ სამივეს კი, საერთოდ არაფერი აქვს რეალობასთან, რადგან მათი რეალობა საკუთარი აჩემებიდან გამოდის და თანაც ისე, რომ ერთი კითხვაც კი არ დაისმის:

  • ვინ ვარ მე?
  • რა არის ცხოვრების აზრი?
  • ან …

და, თუ რაიმე მსგავსი კითხვა ჩნდება, იმწამსვე ვიცით პასუხი, რომელიც ისევ საკუთარი შეხედულებებიდან, აზრი-აჩემებებიდან ამოდის და საკუთარ თავსაც ვამართლებთ („ვაპრავებებთ“)…

თითზე ჩამოსათვლელი კითხვები და მილიონზე მეტი დადებით-უარყოფითი მხარე …
ზემოაღნიშნულთა აზრთა სვლას თუ თვალს გავადევნებთ, აშკარაა, რომ საგნების, მოვლენებისა თუ მოვლენათა შესაძლო განვითარების ხედვა „ახალი ძველია“, ძველზე უფრო ახალი ძველი ანუ არაფერი ახალი …

– და რატომ ხდება ასე?!

– ალბათ, იმიტომ, რომ საგნის თუ მოვლენის არსამდე ვერ მივდივართ …

– და სად არის ეს არსი?

– თავად საგანსა თუ მოვლენაში – საკუთარი აზრი-აჩემებიდან თავისუფალ და მიუკერძოებელ ხედვაში …

– ყველაზე მეტად რას ვერ ველევით და სად ვართ მაქსიმალურ კომფორტში?!

– საკუთარ აზრებში …

Advertisements