გზა, რომელიც ავირჩიე …

ცხოვრების გზაზე დაახლოებით ისე მივდივართ, როგორც ამ ვიდეოში ნაჩვენები ….

დაბადებისთანავე იწყება – ეს ასეა, ეს კარგი და ის ცუდია …. მორალურია,. ოჯახი, შვილი, ქორწილი, და უამრავი …. შემდეგ სკოლის პერიოდი … უმაღლესი …

თანდათან ის ჩაფხუტი ყალიბდება, რომელიც ყველაფერს ფარავს და მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც გვისწავლია, რასაც, როგორც საკუთარ უდიდეს მონაპოვრს ვაღიარებთ და იმდენად კომფორტულად ვართ, რომ ამ წარსულისეულისა და იმის, რაც ჩვენი არაა, გარეშე არ შეგვიძლია … არათუ დავიწყება, ვერ ველევით და უდიდეს კომფორტში ვართ იმ აზრებში, რომელშიც ვცხოვრობთ …

მაგრამ, ცხოვრებას თავისი კანონები აქვს და რომელიც თოკზე დაკიდებული ქვის მსგავსად გვეჯახება და შანსს გვაძლევს, რომ იქნებ-და რაღა ცვლილება მოხდეს ჩვენს ჩაკირულ-შესისხლხორცებულ აზრებში …

მთელი ცხოვრება ვეძებთ ბედნიერებას – ვიძენთ გამოცდილებას. ზოგჯერ გვგონია, რომ ბედნიერება ვიპოვეთ და ისევ გამოცდილება აღმოჩნდება ხოლმე …

გამოცდილება, რომელსაც ეგრევე ვივიწყებთ, როგორც კი ტკივილი გადაივლის და ისევ ჩვენს კომფორტულ აზრებს ვეძლევით …

მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ, შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა” ალბერტ აინშტაინი

გზა, რომელიც ავირჩიეთ … და კითხვა, რომელიც არ ისმება: რატომ ავირჩიე მე ეს გზა? (და სხვა მრავალი კითხვა)

Advertisements