ისტორია

საქართველოს ისტორია უკანასკნელი 800 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის, სულ რაღაც, 11-12 წელს თუ დაითვლის – 1918-1921, 1990-1991, 2004-2012

დღეს კი, ისეთ მომენტში ვართ მომენტში, რაც არ ვიცით ….

ვიცით – ღალატი და უკუსვლა …

1921 წელს ბოლშევიკური გაგრძელება ვიცით

1991 წლის შევარდნაძისეული გაგრძელება ცნობილია და მოწმენი ვართ …

2012 წელი 1 ოქტომბერი – რევანშისტულ-ეკლესიური ძალების მიერ სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრის მცდელობა …

….

სიტუაციის კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ეკლესიის მიერ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ჩათრევა იმ ბნელეთში, რომელშიც თავად ეკლესია იმყოფება და ესეც შეფარულია ქრისტიანობით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან – არის ფუნდამენტალიზმისა და უცხო ქვეყნის ინტერესების აღსრულება, რასაც მრევლი მორჩილად მიყვება, იკვებება რა ამ უდიდესი სიცრუით და სამარხვო ქაბაბით  ჯიპებზე ამხედრებული ბიზნესმამაოების წინამძღოლობით …

კითხვა არ დაისმის …. კითხვის დასმის გარეშე ყოფა … კითხვა ცოდვაა … უვიცობა ….

ღირებულებები და ფასეულობებიც შესაბამისია …

ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგებიან და ძირსაც კი უთხრიან …

კითხვა არც მათ არა აქვთ: თუ რატომ გაჩნდნენ აქ და სხვა მრავალი …ისინი უბრალოდ საკუთარ შეხედულებებს იკმაყოფილებენ, ამბიციებს … რომლებიც პირადი ინტერესების და აზრთა ტყვეობიდან ვერ ადიან ზოგადთან, კაცობრიობის განვითარებასთან და ქვეყანას, საქართველოს, როგორც კაცობრიობის შემადგენელ ნაწილს და მისი განვითარებისთვის აუცილებელ ფაქტორს ვერ აცნობიერებენ … უმეტესობამ „იცის ყველაფერი“ … უცოდინარობა … 

სამწუხაროდ, აქვე არიან ახალგზარდები, რომლებიც, ისე ამტკიცებენ რომ ყველაფერი იციან – არც მათ დაუსვამთ კითხვა – რომ თითქმის დაბერებული არიან(რაც უფრო წარჩინებულია, მით უარესია აზრთწყობა) …

კითხვა არ დაისმის …. კითხვის დასმის გარეშე ყოფა ….

… ღირებულებები და ფასეულობებიც შესაბამისია …

შეგრძნებებიდან გამოსულ აზრთა დინების ღირებულებები კუჭზე ზევით ვერ ადის და ამას ემატება ცამდე ასული ამბიციების ვიწრო ხედვა დემოკრატიისა და ქრისტიანობის სახელით …

2012 წელი და შემდგომ … – რა იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები?!

უკან „ნათელ წარსულში“ თუ წინ მომავლისკენ?! …. ადრე ეს იყო დამოკიდებული კაცობრიობის და ერის წინამძღოლებზე …
დღეს კი ცალკეულ ადამიანზეა დამოკიდებული, ადამიანზე, როგორც მოაზროვნე არსებაზე და არა შემგრძნობ არსებაზე ….

Advertisements