ალღო

პოსტ’ფაქტუმ მსჯელობა, რა თქმა უნდა, მარტივია, მაგრამ, ჩემის აზრით, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას,


რომ „ქართული ოცნების“ გათვლა იყო დესტაბილიზაციასა და სისხლისღვრაზე(1991წ. ანალოგიურად) საქართველოს ყველა რეგიონში, მიუხედავად შედეგისა …

ახლა მოზეიმე ადამიანები, ყველანაირი უფლებების დამცველები და ეკლესიის მსახურები უნდა აღშფოთებულიყვნენ და აღშფოთდებოდნენ კიდეც და ამ ტალღის შეჩერება, ფაქტობრივად, სისხლისღვრის გარეშე ვერ მოხდებოდა და ეს ყველაფერი, დიდი არეულობისა და ინფორმაციული შეტევების ფონზე მოხდებოდა …

თავის მხრივ, რუსეთის არმიაც დაიძვრებოდა და საქართველოს შეიარაღებული ძალები, როგორი კარგად მომზადებული და შეიარაღებულიც უნდა ყოფილიყო, გარეშე მტერს შიდა არეულობისა და შიდა სისხლისღვრის ფონზე ვერ გაუწევდა ისეთ წინააღმდეგობას, როგორც ეს 2008 წელს მოხდა …. და საქართველო, ფაქტობრივად, დაასრულებდა არსებობას …. დე’იურე სსრკ-ს დროსაც ვიყავით ….

რა თქმა უნდა(ალბათ), ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონებმა ეს ყველაფერი ჩვენზე ადრე იცოდა და მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარები ჰქონდათ …

ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ „ქართულმა ოპოზიციამ გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ“ …

ქართულ ოპოზიციას ამის დიდი მცდელობა და ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ზედმეტი მოუვიდათ(„переборщили“); „ქართული ოცნების“ იმდენად ბევრი მხარდამჭერი აღმოჩნდა, რომ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ…

ხელისუფლება უმცირესობაში რომ არ აღმოჩენილიყო, არანაირი დამკვირვებლებისა თუ დასავლეთის აზრის გათვალისწინება არ მოხდებოდა და ქვეყანა მაინც ზემოაღწერილ დაპირისპირებამდე მივიდოდა …. და მერე ხელისუფლების ოპოზიციაში გადასვლა, უბრალოდ, წარმოუდგენელიც კი იქნებოდა ….

„ურემის“ გადატრიალებამდე ყველასთვის ყველაფერი ნათელი და გაწერილი იყო ….

„ურემი გადატრიალდა“ …. და სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა გზა მოვლენების შემდგომი განვითარებისა …. ხელისუფლება ოპოზიციაში და ოპოზიცია ხელისუფლებაში, სრულიად გაუთვლელი სიტუაცია, პლიუს საკანონმდებლო ცაიტნოტი ….

საოცარი პოლიტიკური ალღო ….

Advertisements