სინდისი

ცოტათი უხეში მაგალითი, მაგრამ მაინც:


ორი ადამიანს ესმის – „მოღალატე ხარ“…

ერთი განცვიფრდება, მეორე კი – სულ მინიმუმ გაღიზიანდება ….

ორივე სინდისიანი ადამიანია …. უსინდისო ადამიანი არ არსებობს ….

უბრალოდ, ერთი – განცვიფრებულია … მეორე – გაღიზიანებული …

ჭეშმარიტებას როცა რაიმე არ ესადაგება ანუ გადაკეთებულ-გადმოკეთებული მაქვს ჭეშმარიტება ისე, როგორ მე მაწყობს, როგორც მასწავლეს ან როგორც მაქვს აჩემებული, მგონია რომ მე ვიცი და …

აზრთა ასეთი წყობა დისჰარმონიაშია ჭეშმარიტებასთან, რაზეც რეაგირებს სინდისი და მაწუხებს ….

წუხილი …

ეს წუხილი კი გამოიხატება – სხვის მიმართ აგრესიით, სიძულვილით, დაუსრულებელი კრიტიკანიზმით, ცინიზმით, ირონიით და სხვა მსგავსი ფორმით, თვით საკუთარი ფიზიკური პრობლემებითა და დაავადებებით (ამ კავშირს აკადემიური მედიცინა ვერ ადგენს) ….

როცა ერთს ესმის მოღალატე – უკვირს – ხვდება, რომ, რაღაც ჭეშმარიტებასთან თანხმობაში არაა და უკვირს – არ ღიზიანდება, უბრალოდ, უკვირს …

მეორემ „იცის“, რომ ის აცდენილია ჭეშმარიტს, საკუთარი აჩემებები წინა პლანზე აქვს და ამიტომ ღიზიანდება, ფაქტობრივად, საკუთარ არასრულყოფილებას სხვაზე ანთხევს …. („აბა, ჩემ შვილს ხომ არ მოვჭრი თავს“ – იხილეთ „მახინჯი შვილი“) ….

ამ ყველაფერს ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს

Advertisements