ფანტასტიკა თუ …

ფანტასტიკა, როგორც ასეთი, არ მიტაცებს … მაგრამ, რაზეც კი ყური ან თვალი მომიკრავს – თუნდაც, პლანეტათაშორის მოგზაურობები, ომები თუ რაღაც მსგავსი …  ელექტროობა, დენი ა’პრიორი იგულისხმება …


დღეს ადამიანი ყველგან და ყველაფერში დამოკიდებულია ელექტრობაზე – ელექტროენერგიაზე …

***

მოდით სიტყვა ღმერთი არ ვიხმაროთ, ადამიანი კი მაგდენს ვერ შეძლებს და ამიტომ ვიხმაროთ სიტყვა „ღმერთკაცი“ …

დღეს რომ გართობა ცხოვრების აზრადაა ქცეული და ადამიანს სხვა რაიმე ვერც კი წარმოუდგენია, ამაში კი დიდი წვლილი აქვთ „ბოროტ ღმერთკაცებს“ …

და რადგანაც, ერთეულების გარდა, თითქმის მთელი კაცობრიობა მიცემულია და შენატრის გართობას და ადამიანის აზრზე მოსაყვანად არც ბუნებრივი კატაკლიზმები, არც პირადი უსიამოვნებები თუ ავადმყოფობებია საკმარისი(ავადმყოფობისვე პერიოდში ადამიანი იმას მისტირის – გართობაში რომ ხელი შეეშალა და როდის გამოჯანმრთელდება, ისევ რომ გაერთოს)… (რაღაც სხვა…)

ფაქტობრივად, გამოუვალი სიტუაცია არის – ალბათ, კაცობრიობის განვითარება საფრთხეშია …

ხოდა … იფიქრეს, იფიქრეს, ბევრი იფიქრეს „კეთილმა ღმერთკაცებმა“ და მოიფიქრეს …

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ – ატომს დაამატეს ან მოაკლეს ერთი იონი …

და ელექტრობა, როგორც ასეთი, გაქრა … დენი წავიდა, გლობალურად …

ხომ იყო კაცობრიობის ისტორიაში პერიოდი, როცა ელექტრობა ბუნებაში იყო, მაგრამ არ იყო დენი; შემდეგ აღმოაჩინეს ელექტრობა და დენიც მოვიდა; ახლა კი ელექტრობა საერთოდ გაქრა და დენიც წავიდა … სამუდამოდ …

***

ელექტრობის მომენტალური წასვლა … უმძიმესი პირველივე წამიდან …

თვითმფრინავების ვარდნა, გემების ღია ზღვაში გაჩერება, ავტომობილების, ყველა სატრანსპორტო საშუალების – ველოსიპედის გარდა – გაჩერება …

საოპერაციო მაგიდაზე, რეანიმაციებში ავადმყოფები …

არაფერი მუშაობს … შოკის მომგვრელი პირველი წამები, წუთები, საათები, დღეები …

ვინც საზღვარგარეთ არის, მივლინებაში, დასასვენებლად, ან … დავიჯერო ფეხით დაბრუნდება? …

აღარაა ინტერნეტი, ფბ, სკაიპი, გუგლი, ბლოგები, მობილური …

ყველაზე საინტერესო – ყველა თანაბარია, ყველა უფულოა: დენის წასვლამდე მილიარდერიცა და დენის წასვლამდე მათხოვარიც … ბანკირიც, ექიმიც, მესაფლავეც …

***

რა ქნას ადამიანმა, რა წყალში გადავარდეს? …

ომი დაიწყება? – ალბათ, არა … ტყვია-წამალს დენის გარეშე ვერ დაამზადებ და სამხედრო ტექნიკის უდიდესი ნაწილი უდენოდ არ მუშაობს …

ფაქრობრივად, მსოფლიოში ყველაფერი შეწყვეტს ფუნქციონირებას: ბირჟები, ბანკები, ელექტრობაზე დამოკიდებული ყველანაირი წარმოება ანუ თითქმის ყველაფერი …

***

რა გამოდის?!

ხომ იყო პერიოდი კაცობრიობის დენის გარეშე, მაგრამ ადამიანის გონება ანათებდა – პლატონი, არისტოტელე, გოეთე, რუსთაველი, … მერე მოვიდა დენი და ეს სინათლე ნელ-ნელა … დღეს ადამიანის „ნათელი გონებაც“ კი გართობაზეა ორინტირებული … ალბათ, ამ გონებამ ისევ უნდა გაანათოს სამყარო …

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? …

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს, საცნობლად თავისადაო:

ვინ არის, (?)

სიდამ მოსულა, (?)

სად არის, (?)

წავა სადაო. (?)”

დავით გურამიშვილი


იხილეთ: ინტერესი, გართობად ქცეული ცხოვრება

Advertisements