ფანტასტიკა თუ …

ფანტასტიკა, როგორც ასეთი, არ მიტაცებს …. მაგრამ, რაზეც კი ყური ან თვალი მომიკრავს – თუნდაც, პლანეტათაშორის მოგზაურობები, ომები თუ რაღაც მსგავსი ….  ელექტროობა, დენი ა’პრიორი იგულისხმება ….


დღეს ადამიანი ყველგან და ყველაფერში დამოკიდებულია ელექტროობაზე – ელექტროენერგიაზე ….

***

მოდით სიტყვა ღმერთი არ ვიხმაროთ, ადამიანი კი მაგდენს ვერ შეძლებს და ამიტომ ვიხმაროთ სიტყვა „ღმერთკაცი“ …

დღეს რომ გართობა ცხოვრების აზრადაა ქცეული და ადამიანს სხვა რაიმე ვერც კი წარმოუდგენია, ამაში კი დიდი წვლილი აქვთ „ბოროტ ღმერთკაცებს“ …

და რადგანაც, ერთეულების გარდა, თითქმის მთელი კაცობრიობა მიცემულია და შენატრის გართობას და ადამიანის აზრზე მოსაყვანად არც ბუნებრივი კატაკლიზმები, არც პირადი უსიამოვნებები თუ ავადმყოფობებია საკმარისი(ავადმყოფობისვე პერიოდში ადამიანი იმას მისტირის – გართობაში რომ ხელი შეეშალა და როდის გამოჯანმრთელდება, ისევ რომ გაერთოს)….

ფაქტობრივად, გამოუვალი სიტუაცია არის – ალბათ, კაცობრიობის განვითარება საფრთხეშია ….

ხოდა …. იფიქრეს, იფიქრეს, ბევრი იფიქრეს „კეთილმა ღმერთკაცებმა“ და მოიფიქრეს ….

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ – ატომს დაამატეს ან მოაკლეს ერთი იონი ….

და ელექტრობა, როგორც ასეთი, გაქრა …. დენი წავიდა, გლობალურად ….

ხომ იყო კაცობრიობის ისტორიაში პერიოდი, როცა ელექტრობა ბუნებაში იყო, მაგრამ არ იყო დენი; შემდეგ აღმოაჩინეს ელექტრობა და დენიც მოვიდა; ახლა კი ელექტრობა საერთოდ გაქრა და დენიც წავიდა …. სამუდამოდ ….

***

ელექრტობის მომენტალური წასვლა …. უმძიმესი პირველივე წამიდან ….

თვითმფრინავების ვარდნა, გემების ღია ზღვაში გაჩერება, ავტომობილების, ყველა სატრანსპორტო საშუალების – ველოსიპედების გარდა – გაჩერება ….

საოპერაციო მაგიდაზე, რეანიმაციებში ავადმყოფები ….

არ მუშაობს არაფერი …. შოკის მომგვრელი პირველი წამები, წუთები, საათები, დღეები ….

ვინც საზღვარგარეთ არის, მივლინებაში, დასასვენებლად, ან …. დავიჯერო ფეხით დაბრუნდება? ….

აღარაა ფბ, სკაიპი, გუგლი, ბლოგები …. ტოტალური უმუშევრობა ….

ყველაზე საინტერესო – ყველა თანაბარია, ყველა უფულოა: დენის წასვლამდე მილიარდერიცა და დენის წასვლამდე მათხოვარიც …. ბანკირიც, ექიმიც, მესაფლავეც ….

***

რა ქნას ადამიანმა, რა წყალში გადავარდეს? ….

ომი დაიწყება? – ალბათ, არა …. ტყვია-წამალს დენის გარეშე ვერ დაამზადებ, რაც არის კი ძალიან მალე დამთავრდება …

ფაქრობრივად, მსოფლიოში ყველაფერი შეწყვეტს ფუნქციონირებას: ბირჟები, ბანკები, ელექტროობაზე დამოკიდებული ყველანაირი წარმოება ანუ თითქმის ყველაფერი ….

****

რა გამოდის?! რომ იყო პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, ელექტრო დენის გარეშე, მაგრამ ადამიანის გონება ანათებდა – პლატონი, არისტოტელე, გოეთე, რუსთაველი, ….. მერე მოვიდა დენი და ეს სინათლე ნელ-ნელა …. დღეს ადამიანის ნათელი გონებაც კი გართობაზეა ორინტირებული …. ალბათ, ამ გონებამ ისევ უნდა გაანათოს სამყარო ….

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ….

“ყმაწვილი უნდა სწავლობდეს, საცნობლად თავისადაო:

ვინ არის, (?)

სიდამ მოსულა, (?)

სად არის, (?)

წავა სადაო. (?)”

დავით გურამიშვილი

————-

იხილეთ: ინტერესი, გართობად ქცეული ცხოვრება

Advertisements