უმძიმესი ზაფხული

როგორც იქნა დასრულდა ეს ზაფხული … პირველად ზაფხულის ამ სიმძიმის განცდა ….

ზაფხული – გაფანტულობა, გინდა დასვენება, გართობა, ეს, ის, აქ, იქ, იქაც, კიდევ იქნებ ისიც მოასწრო, რომ …. მდგომარეობა როცა მთლიანად გაფანტული ხარ და თანაც არაფხიზელი … იცი, რომ აქედან უნდა გამოხვიდე, თავი მოუყარო საკუთარ თავს(ბრინჯივით მიმოფანტულს) და ეს უნდა გააკეთო, თითქოსდა, ძლიერად არაფხიზელი მდგომარეობიდან … ურთულესი და საკმაოდ დამღლელიც – მუდმივი ჭიდაობა, ყოველ წამიერი ჭიდაობა და ეს ყველაფერი ხომ აზროვნებაში ხდება …. მავანი იტყვის: ამდენ წვალებას გეცხოვრა ჩვეულებრივ, მიცემოდი მაგ გაფანტულობა-გართობას, შეგერგო ეგ ყველაფერი ….

კი მაგრამ, როცა იცი ჭიქაში რომ გველის შხამია ხომ არ მოიყუდებ და დალევ? შეეცდები მაინც, რომ იქნებ-და მცირე დოზით მაინც გამოძვრე ….

შხამი მომწამვლელია, მაგრამ მცირე, უმცირესი დოზით მისი საპირისპირო ხდება, მკურნალია …. ამას კი დიდი ცოდნა სჭირდება …. 🙂

Advertisements