„ნათელი“ წარსული vs მომავალი

საქართველოში არასდროს ყოფილა ასე მარტივი არჩევანის გაკეთება ….


ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციიდან აშკარად იკვეთება, რომ ადამიანს დღეს აქვს 2 არჩევანი:

  1. დღეს კიდევ არის 90-იანი წლების „უზენაესი საბჭო“, რომელიც თავს ისევ მოქმედად თვლის და სურს იმ უუნარო „უზენაესი საბჭოს“ აღდგენა;
  2. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია;
  3. „ქართული ოცნება“(უფრო ზუსტად კი „საბჭოთა ნოსტალგია“) და როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს – „ფაქტიურად უკვე ხელისუფლებაა“;
  4. არის დღევანდელი ხელისუფლება

(აზროვნების, ცნობიერების დონიდან გამომდინარე პირველი(1), მეორე(2) და მესამე(3) ერთიდაიგივეა)

ამ ოთხიდან ყველაზე „ცუდად“ საქმე აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან მას სურს ქვეყანა რომ ევროკავშირში შევიდეს, გაწევრიანდეს NATO-ში, ისწრაფის კულტურული და ცივილიზებული საზოგადოებისკენ, უნდა რომ ჩამოვიდეს ბევრი ტურისტი, კიდევ აშენდეს …., გაკეთდეს ….

შევიდეს, გაწევრიანდეს, ჩამოვიდეს, აშენდეს, გაკეთდეს, ისწრაფის … ანუ მომავლის ფორმა …. ის, რაც მომავლიდანაა, პერსპექტივაში ჩანს …. გაურკვეველი, არაპროგნოზირებადი მომავალი – მაგრამ მომავალი ….

ყველაზე „კარგად“ საქმე კი დანარჩენ სამს აქვს – მათთვის ყველაფერი ნათელია – ისწრაფიან იმისკენ, რაც და როგორც იყო …. ერთი ბნელი 90-იანებისკენ, მეორე კიდევ უფრო იქით წარსულში – ალბათ, გასული საუკუნის 70-80-იანი წლებისკენ …. მესამე კიდევ უფრო უკან, უხსოვარ წარსულში …. ოდესღაც სტაბილური, „ნათელი“ წარსული – მაგრამ წარსული ….

არჩევანი უმარტივესია ….

ან წარსული ან მომავალი ….

მაგრამ, არჩევანსაც ხომ ადამიანის აზროვნება, ცნობიერების დონე განსაზღვრავს ….

Advertisements