გარღვევა როცა ვერ ხდება

რა ხდება, როცა ადამიანი ვერ იცვლება?

იღლება – იღლება ყველაფრით, რასაც აკეთებს …. უფრო ზუსტად კი, იმ აზრებით იღლება, რომლებშიც ცხოვრობს – რაც უფრო მაღალია ინტელექტი, მორალური, ეთიკური თუ სხვა მსგავსი …. მით უფრო მეტად იღლება (პრიმიტიული ადამიანისთვის ყველაფერი გაცილებით მარტივადაა)

„სჯობს სიკვდილი, ვიდრე დაღლილობა“. ლეონარდო და ვინჩი

არ კვდება, იღლება, ერთ ადგილზე ჩერდება ….

„ცხოვრება ველოსიპედის მართვასავითაა – წონასწორობის შესანარჩუნებლად მუდამ მოძრაობა გიწევს“. ალბერტ აინშტაინი

რომ იცხოვრო უნდა იმოძრაო, წინ უნდა წახვიდე, ყველაფრის მიუხედავად ….

ჩერდება ….გაჩერებულიც, ერთ ადგილზე დგომით იღლება და ერთ ან მეორე მხარეს წაიქცევა:

1. მანქანაზე ჯვრებს მიახატავენ(იხილეთ დაჯვარული კომფორტი), ხელზე გაიკეთებენ სამაჯურს „უფალო შეგვიწყალე“ ….

2. მატერიალური მხარეა ყველაფერი და ყველაფერი დაიყვანება „მაწყობს“-„არმაწყობს“-მდე

დღეს, როგორც წესი, 1 და 2 ერთადაა ….

ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მისცა, ამიტომ იგი ვერ აიძულებს ადამიანს გააკეთოს ასე ან ისე და ამიტომაც ვერც ცოდვაში ჩაუთვლის რაიმეს, რისი გაკეთების სრული უფლება და არჩევანის თავისუფლებაც თავად მისცა და შესაბამისად, ვერც ვერაფერს შეუნდობს (შენდობა-არშენდობის ბლა-ბლა დღევანდელი საეკლესიო მსახურების(99,9999%) ფულის კეთების საშუალებაა მხოლოდ)

ადამიანი სამყაროს ნაწილია(მთელი სამყაროა) და როგორც თითი ვერ იარსებებს მთელი ორგანიზმის გარეშე – ადამიანის სხეული კი არასრულყოფილი იქნება თითის გარეშე, სამყაროც ვერ იქნება ადამიანის გარეშე ….

ამიტომაც ცხოვრება ადამიანს ყოველთვის აძლევს შანსს, შანსს გარღვევისა, ცხოვრებაში წონასწორობის შესანარჩუნებლად, წინ სამოძრაოდ ….

შანსს კი, ალბათ, ორი სახე აქვს: სიყვარული და პრობლემა ….

სიყვარული, უმეტეს შემთხვევაში, „მაწყობს-არმაწყობს“ ფილტრში გაივლის და როგორ წესი, ცოტა ხნის შემდეგ მხოლოდ ტკბილ მოგონებაში თუ რჩება  ….

პრობლემა ჩნდება – გააჩნია რომელ მხარესა ადამიანი გადახრილი – ბუნებრივი კატაკლიზმი, ავადმყოფობა(„უბრალო“ ალერგიიდან დაწყებული ავთვისებიანი სიმსივნით(კიბო) დასრულებული), ოჯახური თუ სამსახურეობრივი, საქმიანი თუ არასაქმიანი უსიამოვნება …. პრობლემა ჩნდება და ეს პრობლემაა უკვე ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ კითხვა დაისვას, სადღაც რაღაც შეიცვალოს ….

–         რატომ?

–         ალბათ, იმიტომ, რომ გავიგოთ, რაღაც შეიცვალოს ….

–         სხვანაირად არ შეიძლება?

–         კითხვა არ იბადება – რაღაც კითხვა მაინც ხომ უნდა გაჩნდეს რომ გავიგოთ …. უფრო მაღალი კითხვა, ვიდრე ის, რაშიც და სადაც ვართ …. რაღაც ახალი ხომ უნდა დაიბადოს წინ რომ წავიდეთ ….

– არაა მარტივი

– ოდესღაც კითხვა უნდა დაიბადოს, თუნდაც სიკვდილის წინ ან ….

– მერე ხომ გვიანი იქნება?

– ფული, სახელი, ტიტული, ქონება …., მერე აღარ გვექნება, მაგრამ კითხვა დარჩება ….

„…ადამიანის ხატის, მისი განსახიერების თაობაზე ხშირად იკითხავენ ხოლმე: რა არის ადამიანი? ამგვარად დასმული კითხვა ცრუა, ხოლო ადამიანის შესახებ გაცემული პასუხი გარდუვალად არადამაკმაყოფილებელი გამოდის. ვინაიდან ადამიანი თავად არის კითხვის დამსმელი და ამიტომვე ის _ ვინმეა და არა რაიმე. ამადაც კითხვა მხოლოდ უნდა ჟღერდეს: ვინ არის ადამიანი? … : ადამიანი არის კითხვის დამსმელი, ადამიანი არის პასუხის გამცემი.

სხვა არსებას არ ებადება კითხვა, მხოლოდ ადამიანს. ბუნების არსება, ქვა, მცენარე, ცხოველი კითხვას არ სვამს; ….. ცხოველს არ ეკითხებიან. მას მხოლოდ რეაგირება თუ შეუძლია. ადამიანს ეკითხებიან, აყენებენ რა მას კითხვის ნიშნის ქვეშ, დაუქვემდებარებენ(უჩენენ) რა მას ეჭვს. ვიზე? თავის თავზე. ის დაეჭვებულია სამყაროში და ამის გამო საკუთარ თავშიც დაეჭვებულია. პასუხის გაცემა _ ეს აღარ ნიშნავს რეაგირებას.

სვამს რა კითხვებს, უპასუხებს რა მათ _ ამით ხდება ის ადამიანი.  ადამიანი არის ის, ვინც თავის მოთხოვნილებებს ახორციელებს იმით, რომ ეკითხება საკუთარ თავს, უპასუხებს ამ კითხვებს. ამ კითხვა-პასუხით ხორციელდება მისი „კონტაქტურობა”. კითხვის გაგებისას ის _ ადამიანია: წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის კითხვები. პასუხის გაგებისას ის _ ადამიანია: წინააღმდეგ შემთხვევაში, არაა პასუხი. ვერგაგებაც, პასუხგაუცემლობაც ასევე დამახასიათებელია ადამიანისთვის. ეს დიახაც ადამიანურია, ნამდვილად ადამიანისეულია. ….“

(ფრაგმენტი გ. კიულევინდის წიგნიდან „ცნობიერების საფეხურები“)

Advertisements