შეხვედრა ანუ „რაღაც სხვა“

ცხოვრების სრულიად კონკრეტულ მომენტში, განსაზღვრულ დროსა და გარემოებაში ….


რა თქმა უნდა ყველა შეხვედრა შეხვედრაა, თუნდაც, ხესთან ….

აქ საუბარია შეხვედრაზე, რომელიც თითქოსდა წინასწარდაგეგმილი იყო, უფრო ზუსტად კი, მოვლენები ისე განვითარდა, ფაქტობრივად, ცხოვრება ისე წავიდა, რომ ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო და შედგა კიდეც ….

ცხოვრების გზა, რომელიც თანდათან ერთ წერტილს – შეხვედრის წერტილს – უახლოვდება ….

მომენტი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ – „რაღაც სხვა“, თავისუფლების, არჩევანის გაკეთების მომენტი და შანსი  ….

მომენტი, როცა ცხოვრება არც სიკვდილით სრულდება და ისეც არ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება(სიცოცხლე) როგორც მიდიოდა ….

ფაქტობრივად, მომენტი, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს ადამიანის ცხოვრებაში ….

მაგრამ აქ ხდება ყველაზე საინტერესო ….

ზუსტად იმ მომენტშივე, თავიდან ფარულად, დროთა განმავლობაში კი უფრო აშკარა ხდება მეორე მხარე – მჭირდება კი ეს?! სახეიროა კი?!

შეხვედრა და მისი პოლუსი – მჭირდება კი?!

რა თქმა უნდა, თუ თანამდებობა აქვს ან დიდი ფული ან ცნობადი სახეა ან მსგავსი – კარგია შეხვედრა და სადღეგრძელოები ყანწით …. როგორც წესი, ამ შემთხვევაში „რაღაც სხვა“ არ ხდება ….

და იწყება ….

მაწობს-არმაწყობს, მინდა-არმინდა, საზოგადოება რას იტყვის-იფიქრებს, როგორ გამოჩნდება, მსუქანია-გამხდარია, მაღალია-დაბალია, ფულიანია-უფულოა, დიდია-პატარაა, ჯდება-არჯდება ჩემს წარმოდგენებში, და ასე უსასრულოდ …. უგრძნობი, გახევებული, გაშეშებული, დაშტამპული აზრი-წარმოდგენები …. საკუთარი ეგოისტური წარმოდგენების დამაკმაყოფილებელი აზრები ….

აზრთა წყობა, აზრთა დინება, რომელიც, ფაქტობრივად, მკვლელია იმისა, რაც ამ შეხვედრის შემდეგ უნდა მოხდეს – „რაღაც სხვა“ ….

აზრთა წყობა-დინება, რომელიც ყოველივე ახლის მკვლელია, რადგან იმდენადაა სავსე ძველით, აჩემება-მიჩვეულით – შეჩვეული ჭირით, რომელიც შეუჩვეველ ლხინს ჯობია – რომ ახლისთვის, „რაღაც სხვა“-სთვის, ადგილი არაა ….

რამ განაპირობა, როგორ? რატომ მოხდა შეხვედრა? ან რისთვის? ….

კითხვა, რომლის დასმა მხოლოდ ადამიანს შეუძლია და რომელიც იშვიათად თუ დაისმის ….

შეხვედრა, შეხვედრის მომენტი – ფაქტობრივად, შანსი, შესაძლებლობა, თავისუფლების გაელვება ….

არჩევანი ცხოვრების გზაზე – მიჩვეულ-აჩემებულ ძველსა და ახალს, ზევით, მიმსწრაფს შორის, სადაცაა …. „რაღაც სხვა“ ….

“….

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა….“

(ფრაგმენტი, ტერენტი გრანელის – გულიდან სისხლის წვეთები)

Advertisements