რას ვხედავთ

რას ვხედავთ ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვეძებთ ….

თუ ბავშვობიდან გვესმის რომ ….. უნდა გამოხვიდე, ეს მორალურია, ტვ და ინტერნეტ ზეგავლენა და ასე შემდეგ …. ანუ დოგმების კრებული ….

ვხედავთ და ვამჩნევთ მხოლოდ იმას(საკუთარი ხედვა), რაც ამ დოგმათა კრებულიდან შევისისხლხორცეთ(ტყვეობაში) ….

დანარჩენი – უბრალოდ გვერდზე ჩაივლის ხოლმე …. გაგვირბის მომავალი და თავისთავად ვერც ბედნიერებას ვსწავლობთ, მოკლედ თამაშდება სიტუაცია, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ: “სამზარეულოს კარადაში გამოკეტილი სტრადივარის ვიოლინო” ….

არავინ იბადება “სამზარეულოს კარადაში” – თუ მოგვიანებით თავად არ დაიმწყვდია თავი იქ ….

ასეთი ტრაღიკული მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანს მაინც აქვს ცვლილებისა და ამ უმძიმესი სიტუაციიდან თავის დაღწევის, გარღვევის შანსი

ყველა ადამიანს აძლევს ცხოვრება შანსს იმისა, “სტრადივარის ვიოლინოდ” რომ შედგეს ….

ესაა შანსი და მეტი არაფერი, დანარჩენი კი თავად ამ ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ….

ცხოვრება კი მიდის ….

….

(ფრაგმენტი ფილმიდან The Bucket List – როლებში: ჯეკ ნიკოლსონი, მორგან ფრიმენი)

ამ დღეებში ინტერნეტში გამოქვეყნდა ბრონი უეარის წიგნის ანოტაცია:

ბრონი უეარი – ავსტრალიელი ქალბატონი, რომელსაც ბედმა მრავალი წლის განმავლობაში იმ პაციენტებზე ზრუნვა არგუნა, ვინც თავისი სიცოცხლის ბოლო კვირებს ითვლიდნენ სხვადასხვა მძიმე დაავადების გამო.

მოგვიანებით, ბრონიმ წიგნი დაწერა “ხუთი რამ, რასაც ყველაზე ხშირად ნანობენ სიკვდილის წინ” (Top Five Regrets of Duying)

აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ცხოვრების გზის ბოლოს განვლილ წლებს აანალიზებს და ერთსა და იმავე შეცდომებზე საუბრობს, რასაც სიამოვნებით შეცვლიდა თავიდან დაწყების შანსი რომ ჰქონოდა. სიცოცხლის ბოლო კვირებში ბრონის პაციენტები საოცრად ნათლად ხედავენ, რა არის მნიშვნელოვანი და, ხშირად, თვითონაც უკვირთ, რატომ არ გააკეთეს ის, რაც სწორი იყო.

1. ნეტავ ისე მეცხოვრა, როგორც მე მინდოდა და არა ისე, როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან…

ეს აღმოჩნდა მომაკვდავი ადამიანების მიერ ყველაზე ხშირად გამოთქმული სინანული. როდესაც სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ბევრი ადამიანი იხსენებს გასულ წლებს და ხვდება, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თავის გულისთქმას არ დაუჯერა და იმას აკეთებდა, რასაც საზოგადოება (მშობლები, ოჯახი, მეგობრები) ელოდნენ მისგან. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვების შეფასება. ხანდახან იმდენად, რომ მზად ვართ ჩვენს თავს და ოცნებებს ვუღალატოთ. ადამიანს არჩევანის თავისუფლება იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ჰგონია. ჯანმრთელობა თავისუფლებაა, მაგრამ ამას მაშინ ვხვდებით, როცა აღარ გვაქვს.

2. ნეტავ ამდენი არ მემუშავა…

მომაკვდავი ადამიანები ხშირად ნანობენ, რომ “გააცდინეს” თავისი შვილების პატარაობა, მეუღლის სიყვარული, ახლობლებთან ურთიერთობა იმიტომ, რომ მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პროფესიულ განვითარებას და მატერიალურ “დოვლათს”. თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც აქტიური პროფესიული ცხოვრება ჰქონდა, ბოლოს ნანობს, რომ სამსახურს იმაზე დიდი ადგილი დაუთმო ცხოვრებაში, ვიდრე ეკუთვნოდა.

3. ნეტავ ჩემი გრძნობების გამოხატვის სითამამე მქონოდა…

მრავალი ადამიანი იკავებს თავს საკუთარი აზრების და სხვების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვისგან, რომ გარემომცველებთან “მშვიდობა” შეინარჩუნონ. ბრონის ბევრი პაციენტი თვლიდა, რომ სწორედ “მძიმე ცხოვრების და ურთიერთობების სიმწარის” ატანით გამოიწვია თავისი დაავადება. ისინი თვლიან, რომ სულ სხვა ადამიანები “გამოვიდოდნენ” გულისთვის რომ დაეჯერებინათ და ვინც უყვარდათ და ვინც სძულდათ, ყველასთან გამოეხატათ თავისი გრძნობები.

4. ნეტავ მეგობრებთან მეტი დრო გამეტარებინა…

5. ნეტავ ჩემი თავისთვის უფლება მიმეცა, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი…

ბევრი ადამიანი სიცოცხლის ბოლო კვირებამდე ვერ ხვდება, რომ “იყო ბედნიერი” არის არჩევანი. ბევრი ნანობს, რომ ბედნიერებას კომფორტი არჩია. მათი ოცნებების დიდი ნაწილი ყოველდღიურ რუტინას შეეწირა და ის, რაც ნამდვილ სიხარულს მიანიჭებდა, ყოველთვის მომავლისთვის აღმოჩნდებოდა გადადებული. ცვლილებების შიში ბევრ ჩვენგანს უკარგავს ბედნიერების შესაძლებლობას და იმ გზებს უკეტავს, რომლებსაც ჩვენი თავის უკეთ შემეცნებისკენ და იმ ცხოვრებისკენ მივყავართ, რომელიც ბედნიერებას მოგვიტანს.

Advertisements