მეზღაპრის ძაფი

ადამიანთა ურთიერთობა, იქნება ეს, ქალსა და კაცს შორის, მეგობრებს, თანამშრომლებსა თუ …. ნებისმიერი ურთერთობა თავად სიტყვიდან გამომდინარე არის ორთა-ერთობა ….


როგორც წესი, ითვლება, რომ ურთიერთობა „ჯაჭვითაა გადაბმული“ ან კიდევ უფრო მაგრად თუ მაგარი მასალით ….

მაგრამ, სინამდვილეში, ….

მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე სიარულს გავს ….

ასევეა ორთაერთობაც – ძაფითაა დაკავშირებული, რომელიც ფიზიკურად უხილავია და უფაქიზესია …

ამ ძაფებს კი გააბამს ხოლმე …. რაც გნებავთ ვუწოდოთ, კარმა, ბედი, ბედისწერა ან თუნდაც მეზღაპრე ….

ცხოვრების მეზღაპრე, რომელიც ყველაფერს ისე აწყობს ხოლმე …. მიკერძოება-აჩემებების გარეშე რომ დაუკვირდე გაოცდები …. ყველაფერი თითქოს ისე უნდა მომხდარიყო, ზუსტად თავის დროზე, ზუსტად იმ ადგილას ….

მაგრამ – აქაა დიდი, უზარმაზარი მაგრამ ….

მე ხომ ყველაფერი ისე მინდა როგორც ჩემსავე წარმოდგენებშია, როგორც მე მიმაჩნია სწორი და …. მე ეს მეკუთვნის, ასე მინდა, ჩემია, უნდა გააკეთოს აბა რა, და ასე შემდეგ უსასრულობამდე …. და ამ უფაქიზეს ძაფს ყველა თავისკენ ქაჩავს, ისე რომ იყოს, როგორც მას უნდა ….

მეზღაპრის ძაფი კი იმდენად ფაქიზი და ნაზია, რომ თუ ორივე მხარე მთელი გულით არ გაუფრთხილდა და მოუარა (ერთი ვერას გახდება)

…. წყდება ….

სინანული, რომელიც ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია თავის ადგილს იკავებს ….

Advertisements