სხვისი-ჩემი ორმო

რატომ ვვარდები ორმოში, რომელსაც სხვისთვის ვთხრი?

ალბათ, იმიტომ, რომ თავად ვთხრი ორმოს და ორმო ჩემია, უბრალოდ, მინდა რომ სხვა ჩავარდეს …

ორმოს არავინ თხრის მარჯვნივ, მარცხნივ ან, მით უმეტეს, ხელებით ზურგს უკან – ორმო ითხრება წინ  და სრულიად ნორმალურიცაა, პირველი რომ ამომთხრელი ვარდება …

სხვა ვერ ჩავარდება, რადგან ორმო უკვე ამოვსებულია, შეიძლება მხოლოდ წაიბორძიკოს და ეგაა, ან გვერდი აუაროს …

დაახლოებით ისეა, საკვები რომ მივიღო და სხვა დანაყრდეს …

როგორ?! საკვები ხომ ჩემსავე კუჭში ჩადის …

Advertisements