თავისუფლებიდან თუ …

„იცი, ბედნიერი შენ კი არა მე ვარ, რადგან არის ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან ვუყვარვარ, რომელიც ფიქრობს და დარდობს ჩემზე, რომელსაც ასე ვენატრები ….“

ამის დამწერი, სრულიად შესაძლებელია თვლიდეს, რომ ის არაა შეყვარებული ან არ უყვარს თუ როგორცაა ….

ალბათ, აქ უფრო მნიშველოვანია თუ საიდანაა ეს დაწერილი – თავისუფლებიდან თუ არათავისუფლებიდან …

(იგულისხმება, თავისუფლება აზრი-აჩემებებისგან, აკვიატებული, გარემოს მიერ თავსმოხვეული  აზრებისგან და მსგავსი)

თუ არათავისუფლებიდანაა დაწერილი, ანუ, თუ იმ ჩარჩოებშია, რომელიც გარემომ ჩამოუყალიბა, რომ სიყვარული არის თითქმის სექსთან გაიგივებული, სახეირო, ასეთია თუ ისეთი და ასე შემდეგ …. მაშინ, ალბათ, ეს სიტყვები უფრო ცარიელი სიტყვებია, არაფრის მთქმელი …. ალბათ, მომავალი, უბრალოდ,  გვერდით ჩაუვლის (გაქცეული მომავალი)…

თუ  ეს ყველაფერი თავისუფლებიდან არის დაწერილი – თავისუფალი იმ აზრებიდან რომ სიყვარული ასეთი ან ისეთია … მაშინ უბედნიერესი ადამიანი ყოფილა ….

სრულიად შესაძლებელია, რომ ეს დაიწერა ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, შუალედურ მდგომარეობაში – ადამიანი როცა წვალობს შეელიოს ბავშვობიდან გარემოს მიერ შთაბეჭდილ და „კეთილმოსურნეების“ რჩევა-დარიგებებით სავსე ცხოვრებას და ისწრაფის თავისუფლებისკენ ….

  • ამ შემთხვევაში დიდი შანსია ადამიანი ეზიაროს სიყვარულს, მისი ჭეშმარიტი გაგებით, სიყვარულით იყოს ბედნიერი …
  • ასევე დიდია საფრთხე დარჩეს არათავისუფლებაში, იმ აზრთა ტყვეობაში, რომელშიც კომფორტულად ვგრძნობთ თავს ….

მონეტას მეორე მხარეც აქვს – ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის … სადაა ის, თავისუფალია თუ არათავისუფალებაშია ….

სიყვარული თავისუფალი ადამიანების ხვედრია ….

მიყვარს თუ მომწონს?!

Advertisements