ეგოიზმიდან თუ სიყვარულიდან …

ფრიად საინტერესოდ სრულდება შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“:

ალბათ, კიდევ უფრო საინტერესო ისაა, თუ დღეს საიდან მოქმედებს ადამიანი ?!

ეგოიზმიდან თუ სიყვარულიდან …

რადგანაც დღეს ადამიანის აზრები, ქცევები და სხვა, ძირითადად ეგოიზმიდან საზრდოობს – ამიტომ თუნდაც მსგავსი ქმედება, როგორიც შექსპირის დრამაშია, მხოლოდ საკუთარი აზრების, ამბიციებისა და შეგრძნებების ფარგლებს არ სცდება….

დღეს, როგორც წესი, შექსპირის დრამის კითხვა, ხშირ შემთხვევაში, ადამიანურ შეგრძნებებს აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს და არა უმეტეს ….

უფრო ღრმად კი მისი წვდომა …

ალბათ, იმ ადამიანს ძალუძს, ვისთვისაც – „იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვისთვის“(რემარკი) – სრულიად ცნობიერი ქმედებაა….

ან კიდევ, ვინც არაეგოიზმიდან გამომდინარე საკუთარ თავზე განიცადა მსგავსი (არაა აუცილებელი თვითმკვლელობით დასრულდეს) ….

იმისთვის კი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა მსგავსი და თანაც გათავისებული აქვს „იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვისთვის“ – ალბათ, ყველაზე რთული იქნება მსგავსი სიტუაცია და უფრო მეტად ჭვრეტს რომეოსა და ჯულიეტას პერსონაჟებს, რომლებიც ერთმანეთით ცხოვრობდნენ და, ფაქტობრივად, სიყვარულს მსხვერპლად შეეწირნენ ….

Advertisements