მიყვარს თუ მომწონს?!

უფრო ზუსტი იქნება თუ ვიყვით: მომწონს … და არა მიყვარს

ალბათ, არ შეიძლება მიყვარდეს მობილური, ავტომანქანა, სახლი …

არ შეიძლება მიყვარდეს ადამიანი(ქალი თუ კაცი) …

უფრო ზუსტია მომწონს, რადგან ჩემი აზრითა და წარმოდგენებით – მომწონს ის მობილური, მანქანა, ადამიანი – ესე იგი, მომწონს ჩემი წარმოდგენები, ის რაც შეესაბამება ჩემს წარმოდგენებს – სიყვარულზე, ადამიანზე, მობილურსა თუ სხვა ნივთზე …

სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს…

დღეს უკვე, სრულიად ცნობიერად გაღებულ მსხვერპლს და პირველ რიგში სამსხვერპლოზე საკუთარი აზრებია მისატანი … ის აზრები, რომლითაც მომწონს და არა მიყვარს …

ერიხ მარია რემარკის ბრწყინვალე სიტყვები:

„იცხორვო, ნიშნავს იცხოვრო სხვისთვის“

მიყვარს თუ სხვა ადამიანს ვიღებ ისეთს, როგორიცაა ის, როგორც მას სურს, რაც უნდა და …

მიყვარს თუკი საკუთარი თავისუფალი და კეთილი ნებიდან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ის იყოს ბედნიერი და ეს ყველაფერი სრულიად უანგაროდ …

„იცხორვო, ნიშნავს იცხოვრო სხვისთვის“

სულ სხვაა როცა სიტყვა მიყვარს(მიყვარხარ) ამბობს ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაუღია მსხვერპლი …

და საერთოდ სხვა – ადამიანის ნათქვამი, ვინც ეს პროცესი გაირა …

პირველს მოსწონს და რეალურად იტყუებს თავს და სხვასაც ატყუებს …

მეორეს კი უყვარს …

დაახლოებით ისეთი სიტუაციაა როგორც პუბლიუს ტერენციუსის (ძვ. წ. 195 – ძვ. წ. 159, კართაგენული წარმოშვების რომაელი კომედიოგრაფი) კომედიაში „ძმები“: Si duofaciunt idem, поп esr idem(როცა ორი აკეთებს ერთიდაიგივეს, ეს არაა ერთიდაიგივე)

ამ შემთხვევაში კი:

როცა ორი ამბობს ერთიდაიგივეს – მიყვარხარ, ეს არაა ერთიდაგივე – მიყვარხარ …

Advertisements