როდის ხარ ადამიანი?!

ალბათ, ადამიანი მაშინ ხარ ადამიანი, როცა სხვა ადამიანით ხარ ადამიანი …

ფიქრობ თუ განიცდი … გულშემატკივრობ, ხარობ … იღებ ისეთს, როგორიცაა, რაც უნდა, სადაც თუ როგორცაა …


ანუ როცა ხარ თავისუფალი საკუთარი აჩემება-აკვიატებებიდან – თავისუფალი …

ჩემია და ისე უნდა იყოს როგორც მე მინდა; რატომ არ აკეთებს ასე; ეს როგორ შეიძლება … თუნდაც, დაიღუპება, მაგრამ არაფერი ესმის … მხოლოდ კარგი მინდა მისთვის; ჩემი ქმარი თუ ცოლია, შვილია თუ … – ეს ყველაფერი ეგოიზმიდანაა …

და როცა ხარ ადამიანი ადამიანით – მაშინ გიყვარს …

ღმერთებმა არ იციან სიყვარული – ისინი უბრალოდ გასცემენ …

ღმერთებს სიყვარული ადამიანმა უნდა აუტანოს, თავისუფალმა ადამიანმა … არა ეგოიზმიდან სიყვარულად წოდებული, არამედ სუფთა, უანგარო, თავგანწირული,  თავისუფლებიდან მდინარე სიყვარული …

ცხოველმა არ იცის სიყვარული – რასაც ცხოველებში „სიყვარულს“ უწოდებენ, ეს მხოლოდ შეჩვევაა და მეტი არაფერი …

მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიყვარული, თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღებს მეორე ადამიანს ისეთს როგორიცაა ის … და, როგორ წესი, ის უმშვენიერესია …

ის, რასაც ნაკლს თუ უარყოფითს ვუწოდებთ, ესეც ეგოიზმიდანაა,  სიყვარული გვაკლია … ღამე სინათლის ნაკლებობაა და არა ბნელეთი და უკუნი …

მიყვარს ანუ ადამიანით ვარ ადამიანი …

Advertisements