გაქცეული მომავალი

ალბათ, ადამიანის ცხოვრება ეტაპებითაა თუ საფეხურებივით და როცა ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა გვიწევს, რაღაც უკან გვექაჩება, წინ არ გვიშვებს – ესაა ის, რაც, ასე ვთქვათ, წინა საფეხურიდანაა ჩვენში შთაბეჭდილი და უკვე ცხოვრების წესად თუ აჩემებად იქცა და რაც ხელს გვიშლის შემდგომ საფეხურზე ასასვლელად …

ალბათ, ერთადერთი, რაც ადამიანს საფეხურიდან საფეხურზე გაჰყვება, ესაა ის გამოცდილება, რომელიც მან შეიძინა …
შემდეგი საფეხურის დასაწყებად საჭიროა, რომ  წინა საფეხურის ბოლოს ურემი გადაბრუნდეს, რათა შემდგომი გზა გამოჩნდეს, თორემ სხვანაირად ურემი გააგრძელებს სვლას იმავე გზით, რომლითაც მიდიოდა – უბრალოდ სვლა და არანაირი განვითარება …
ალბათ, ყოველი საფეხური იმისთვისაა ადამიანი თავისუფალი რომ გახდეს და ამისთვის საჭიროა ყველაფერი დათმოს თუ დაკარგოს, რაც წინა საფეხურიდანაა და მხოლოდ მისი გამოცდილების ექსტრაქტი წაიღოს შემდეგ საფეხურზე, ისევ და ისევ იმისთვის, რომ უფრო მეტად თავისუფალი გახდეს შემდგომ საფეხურზე …
თავისუფალი უბრალოდ სიტყვა არაა – [საკუთარი] თავის უფალი …
და, ეს თავისუფლებაც მხოლოდ იმისთვისაა, მან სიყვარული რომ შეძლოს … მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს სიყვარული …
სხვა ყველაფერი, არათავისუფლებიდან სიყვარულად წოდებული, ბლეფია …
….
ადამიანი თავისუფლების გავლით სიყვარულისკენ მიისწრაფის  …
ამიტომ ის, რაც წარსულიდანაა მხოლოდ ხელისშემშლელია თუ გამოცდილების ფარგლებს სცდება – მოგონებებში გაჭედვა-ცხოვრება, წარსულის გახსენება, ტირილი მასზე, ტრადიცია, ადათ-წესი, მშობელი, ოჯახი და შვილიც კი  …
ფაქტობრივად ასეთი სურათია:
__წარსული________________აწყმო___>
(ვექტორი, რომელზეც ვმოძრაობთ)
ამ ვექტორის საწყისი წარსულია, რომელიც აწყმოსთანაა შესისლხორცებულ-შთაბეჭდილი …
სიტყვა მომავალი რასაც გვაუწყებს არის ის, რომ რაღაც მოდის (მო-მავალი) იქიდან აქეთ, ჩემკენ …
მომავლიდან რაც მოდის მას უპირისპირდება ის, რაც აწყმოშია(ახლაა), რომელსაც ზურგის ქარივით წარსული უბერავს და ჰგონია რომ წინ მიდის … ეს სიტუაცია კი მომავლიდან მომავალს აწყმოში არ შემოუშვებს, რადგან აწყმო იმდენადაა დატვირთული წარსულისეულით, რომ ახლის ადგილი უბრალოდ არაა …
„თავისუფალი მხოლოდ ისაა, ვინც ყველაფერი დაკარგა რისთვისაც ცხოვრება ღირს“(ერიხ მარია რემარკი) …
ანუ როცა მე ვახერხებ და ვთავისუფლდები წარსულისგან, ვექტორი იცვლება
აწყმო <—————————————–მო-მავალი—–
აწყმო, ასე ვთქვათ, ცარიელდება და შემოდის ის, რაც მომავლიდანაა …
– და რა იქნება მო-მავალში, რასაც შემოვუშვებ?
– ირჩევს მო-მავალი და როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ გავურბივართ მო-მავალს …
შეჩვეული ჭირი(წარსული) ჯობია, შეუჩვეველ(მომავალი) ლხინსო …
იმდენად ძლიერია ზურგის ქარი, აწყმო იმდენად გაძეძგილია წარსულისეულით, რომ უადგილობის გამო მომავალი გარბის(ვერც კი ვამჩნევთ მას) ….

„ყველა შეცდომას კარს თუ მიუხურავ, მაშინ სიმართლეც გარეთ დარჩება“. (რაბიდრაანთ თაგორი)

მაგარი ჩახევეული ჩანაწერი გამოვიდა 🙂

Advertisements