რატომ 7 და არა 25 ?!

არავინ იცის …

უფრო ზუსტად ყველამ ვიცით, რომ „იმან იცის“ და ეს უკვე საკმარისია …

მე სად მცალია რაიმის გასარკვევად, იმან ხომ იცის და რასაც მეტყვის მეც იმას გავაკეთებ – მე ხომ თავისუფალი, დემოკრატი და კრეატიული აზროვნების ადამიანი ვარ …

არადა საგალობელში 25-ია … დავიჯერო ყველა ცდებოდა?! თომა აქვინელიც, ნეტარი ავგუსტინეც, მახარობლებიც კი ცდებოდნენ?!

და ეს „იმან იცის“ – „იმან“ ვინაა? – საეკლესიო პირი(რეალურად საქმიანი ადამიანი), რომელიც ყველანაირი ხერხით ამართლებს 7-ს, კალენდარული ცვლილებისა თუ დროის წანაცვლებით, წმინდა მამების რაღაც წერილებით თუ სხვა მსგავსით, სრულიად ლოგიკურად …

ანუ სრული დემაგოგია …

არადა 25 ხომ ის რიცხვია … როცა 22-ში – ყველაზე გრძელი ღამე მიილია და მზე სულ უფრო იკრებს ძალას …

ეს ყველაფერი კი შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ დღეს ამას პრინციპული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, მთავრია რომ 25-შიც და 7-იც კარგად ვულხენთ, ვერთობით …

ისევ და ისევ ერთი პრობლემა – ერთადერთი არსება ვისაც კითხვის დასმა ძალუძს ადამიანია… როცა ძალაშია „იმან იცის“ … ცხვარმაც იცის ბალახი რომ უნდა ჭამოს და არა ბეტონი …

Advertisements