ეგოიზმის ღრიალი

შეპყრობილი, საკუთარი წარმოდგენებით შეპყრობილი ადამიანი  – ეს ასე უნდა იყოს, ცხოვრება ასე უნდა მოეწყოს, „განსაკუთრებული“ თუ „მაგარი ტიპი“ ვარ და სხვა უამრავი რამ შეიძლება დაემატოს ამას … ანუ ყველა და ყველაფერი უნდა იყოს როგორც მე მსურს …


შეპყრობილობის მდგომარეობა როდესაც გარეთ გამოდის – ოდესღაც მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც მე მაწყობს – როგორც წესი, ისმის ხოლმე ხმა, რომელსაც პირობითად შეიძლება ეგოიზმის ღრიალი ვუწოდოთ … სულერთია ეს იქნება ბალიშზე ჩახუტებული ღრიალი, სხვაზე თავდასხმისას თუ სადმე ტყეში ან აივანზე …

გაცილებით ძლიერი,  ვიდრე ლომის ღრიალის ხმა – ლომის ღრიალში არაა ის, რაცაა ეგოიზმის ღრიალში – შეურაცხყოფა, ლანძღა-გინება, წყევლა-კრულვა, ტერორი და სხვა უმრავი რამ … როცა არ ვიღებ მოვლენებს თუ ადამიანებს ისეთად როგორებიც არიან ისინი …

ამის შედეგად, ვიღაც ექიმთან მიდის, სხვა თავს იკლავს, კიდევ სხვა ფსიქოლოგთან ან მამაოსთან გარბის … მაგრამ …

მაგრამ მამაო, ფსიქოლოგი თუ ექიმიც საკუთარი ეგოიზმის ღრიალით ხომ  აწუხებს გარემოსა თუ ბალიშს … თუ შენ თვითონ იხრჩვები წყალში სხვას როგორ გადაარჩენ?!

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერით ახალი არაფერი თქმულა – ესაა ის, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით, აშკარად თუ ფარულად ყველა გავდივართ ამას …

ალბათ, პრობლემაა აქ ისაა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფებს – შეპყრობილი, სრული არათავისუფლების მდგომარეობა – გვიყვარს, ვმეგობრობთ, ვეხმარებით, რჩევებს ვარიგებთ თუ მსგავსი …

დღეს, სიყვარულსა და მეგობრობას რასაც ვუწოდებთ(დღეს ლოცვაც კი ეგოისტურია), ეს ყველაფერი ეგოიზმიდანაა და ეგოიზმის ღრიალის ფონზე ხდება …

მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია სიყვარული და მეგობრობა …

ცნობილ გამოთქმას – «Все болезни от нервов, только сифилис от удовольствия!» – თუ „ვთარგმნით“, ყველაფერი, რაც ჩვენს აზრებშია, ის განსაზღვრავს რაცაა ჩვენი მდგომარეობა, ყოფა-ცხოვრება, ცხოვრების აზრი თუ  … აზროვნებაში, თუნდაც, სიამოვნება(удовольствия) რაცაა, ის იწვევს შესაბამის შედეგს … თავისთავად თუ სიამოვნებაა წიგნის კითხვა, ის ვერ გამოიწვევს სიფილისს …

Advertisements