შორსმჭვრეტელი ახლომხედველობა

შორეულ ოცნებებში საკუთარი(უახლოესი) აზრებით … უმეტესად სინანულით სრულდება … ყოველი ადამიანი განიცდის – უნდა თუ არ უნდა …


ჩვენ, ალბათ, ყველაზე მეტად საკუთარი აზრი-წარმოდგენები გვიყვარს ვიდრე რეალობა, ვიდრე ის, რაც ახლა და გვერდითაა და ფაქტია … რომელსაც ვერც კი ვამჩნევთ, რადგან ის აზრები, რომლებშიც გახვეული ვართ, ბინდივითაა თვალზე გადაფარებული …

… ეს ასეა … საზოგადოება რას იტყვის … ისეთი უნდა იყოს …

ალბათ, ამის შედეგიცაა ბედისა თუ ცხოვრების მდინარება, როგორიცაა ის …

ხანდახან ეს ბინდი გაიფანტება ხოლმე და გამოანათებს … მაგრამ … ის, რაც იყო მაშინ, სანამ თვალახვეული დავდიოდი და თავი „მაგარი ტიპი“ მეგონა … ჩაიარა, დაიკარგა თუ მოკვდა და უკან ვეღარ დაბრუნდება და იწყება სინანული, რომელიც, ალბათ, არ გვტოვებს …

ეს, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ერთხელ არ ხდება –  ეს პროცესი სულ მუდამ მიდის…

ალბათ, სინანულის გარეშე ადამიანი ვერც სიყვარულსა და თავისუფლებას გაიგებდა …  უსიყვარულობიდან სინანულით სიყვარულისკენ, არათავისუფლებიდან სინანულით თავისულებაში …

უნდა დაკარგო თავი, რომ იპოვო საკუთარი თავი … 

მაგრამ, რთული იმ აზრთა მორევიდან გამოსვლა, რომელშიც ვიხრჩვებით, კომფორტულად ვიძირებით …

როგორც წესი, ჩვენ ან წარსულს მივსტირით ან შორს ვიყურებით, ოღონდ ისევ წარსულისეული აზრებით …

რეალობა კი სულ სხვაა …

არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა …

Advertisements