ტვირთი …

ახალი(ძველი) პლეხანოვი … და დაიწყება – თუ უკვე დაწყებული არაა …

საკითხი, რომელიც არანაირ-ვერანაირი რემონტი უშველის – ადამიანის აზროვნება … თუ ადამიანმა თავად არ ისურვა …

რეალურად ხომ მხოლოდ ჩემი აზრები მომწონს –კომფორტში ვარ ჩემ ძველ აზრებში და იმდენად გაძეძგილი, დატვირთული ვარ, რომ ახლის ადგილი უბრალოდ არაა …

და შესაბამისად ახალი არაფერი მომწონს …

და, თუ მაინც, ახალი არის – მასში ვპოულობ მხოლოდ ნაკლს, რადგან ისევ ჩემი აზრი-აჩემებები(ტვირთი) გავამართლო …

ანუ წარსულის ადამიანი, ადამიანი წარსულიდან … (ტრაღედია წარსულიდან)

და თუ კარგად დავაკვირდებით, ასე ისაუბრებენ ისინი, ვინც განსაკუთრებით კრეატიულ მოაზროვნედ თვლის თავს, „თავისუფალი“ და „პროგრესულად“ მოაზროვნეები (პოლიტიკოსები, ბლოგერები, ფბ-პატრიოტები და ასე შემდეგ)

შეამჩნევენ თითო უზუსტობას, ყოველ ლურსმანს … დაიწყება „ფასადური“ და უკვე ყველასთვის ნაცნობი სიტყვების კორიანტელი …

(ის სჯობდა, რა თქმა უნდა, ის, რაც იყო – ჩაჟამულ- ჩაბნელებულ-საცოდავი სანახაობა -… ჯობია, აბა რა, ის ხომ ჩემი აზრებისთვის უფრო მშობლიურია …)

რეალობა სხვა რაიმეა და რაღაც თუ რომელიმე შენობა-ქუჩის რემონტზე არაა საუბარი …

საკითხი, რომელიც რემონტს არ ექვემდებარება – ადამიანის აზროვნება … თუ ადამიანმა თავად არ ისურვა …

Advertisements