მილიარდერი

რა თქმა უნდა, ამ თემაზე თავად მილიარდერების აზრი იქნებოდა საინტერესო – ეს ჩანაწერი ფრიად სუბიექტურია, რადგან მილიარდერობამდე მაკლია ზუსტად 1.000.000.000(მილიარდი) 🙂

ალბათ, მილიარდერები არიან:

  • დასავლური ტიპის – თუნდაც სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი, ტრამპი და სხვები, რომლებიც მთლიანად იხარჯებიან თავიანთ საქმეში, აქვთ რაღაც იდეალები, ფასეულობები
  • პოსტ-საბჭოთა – რომლებიც, საბოლოოდ, პოლიტიკას ეპოტინებიან …

… აქვთ ფული, მაგრამ საკუთარი თავი ვერ უპოვიათ – ტიპური „ბაზრობაზე“ გამდიდრებულის ფენომენი … ანუ არათუ რაღაც იდეალები, ფასეულობები აქვთ, არამედ, უბრალოდ, ბევრი ფული აქვთ

————————————————

რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის – ნეტა იყოს და მე ვიცი როგორც მოვიხმარო, მაგრამ საქმე არც თუ ასე მარტივადაა …

ისეთ გარემოში დაბადება და მოვლენების ისე სვლა, როცა ადამიანი მილიარდერი ხდება, ეს ხომ ბედის(კარმის) შედეგია და არა რაღაც შემთხვევითი რამ … იგივე, რაც იმის შემთხვევაში, ვინც მთელი ცხოვრება მათხოვარი ან გაჭირვებულია …

რომელი ასაკიდან ხდება ადამიანი მილიარდერი? – ალბათ, სადღაც 30 წლის შემდეგ (თუნდაც მემკვიდრეობით ერგოს) … აქვს 1.000.000.000 (სულერთია ლარი, $, € თუ £) …

დავუშვათ, ამ მომენტიდან იცოცხლა კიდევ 50 წელი (80 წლის გარდაიცვალა) …

50 წელი ≈ 18.270 დღე …

ანუ მას ყოველდღე აქვს 54734,54 – ყოველდღიურად, მთელი 50 წლის განმავლობაში !!!

ერთ დღესაც,  18270 +_ … ეს 1.000.000.000(მილიარდი) …

და, რას მოიმოქმედებს ადამიანი, როცა იშოვის თუნდაც 1000 (სულერთია ლარი, $, € თუ £) … ?

იმას, რაცაა ის, როგორც მოაზროვნე არსება

Advertisements