ინვესტიცია ხელოვნების ნაცვლად

ინვესტიცია (L. investio შემოსავალი)

1. ნებისმიერი სახის ფულადი, ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობის ან უფლების გრძელვადიანი დაბანდება … ობიექტებში, რომელიც გამოიყენება შესაძლო მოგების ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით;


2. …
3. შესაძლო მოგების მიღების მიზნით … სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში

ინვესტიციის სახეებია: პორტფელური, არასაფინანსო, პირდაპირი, რეალურიდა სხვა …

ინვესტორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს

ამ გადაცემაში საერთოდ სხვა თემაზეა საუბარი, მაგრამ ეს ფრაგმენტი განაზოგადებს დღევანდელ სიტუაციას მთელს მსოფლიოში … ანუ …

ინვესტიციის კიდევ ერთი სახე: აღზრდა

აღზრდა, რომელიც არათუ ხელოვნება, უანგარობა და თავგანწირვაა, არამედ ინვესტირებაა … ინვესტირება კი როგორც ზემოთაა ნახსენები არის:

გრძელვადიანი დაბანდება …, რომელიც გამოიყენება შესაძლო მოგების ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით …

ინვეესტიციაჩადებულმა(შვილი) ის მოგება უნდა მოიტანოს, რაც ინვესტორმა(მშობელმა) საკუთარი „უკეთილშობილესი აზრებითა და ინვესტირებული სიყვარულით“ განუსაზღვრა …

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში – ოდესღაც, ინვესტიციაჩადებული(შვილი) ჩათვლის, რომ ინვესტორს(მშობელი) ვადა გაუვიდა და მოხუცებულთა თავშესაფარში (ჯართის მიმღები პუნქტი) ჩააბარებს …(ქართულ რეალობაში, აიტანენ სახლში – ტრადიციების მიმდევარი ხალხი ვართ – ინვესტორების პატივისმცემელები)

ბუნებრივია, ეს ასეც უნდა მოხდეს, რადგან ადამიანის ფაქტორი საერთოდ არაა … სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ადამიანი განიხილება როგორც საგანი, ობიექტი თუ ეკონომიკური პარამეტრი …

ანალოგიური სიტუაციაა იმ იურიდიულ პირ-ინვესტორებთან, რასაც ჰქვია სკოლა …

მოსწავლეთა და სკოლადამთავრებულთა 99,99% სკოლა-ინვესტორს ვერ იტანს …

ამავე თემაზე იხილეთ: აღზრდის ხელოვნება – მსხვერპლი – სკოლა – ორი ჩაქუჩი– a+b≠b+aაგრესიული ბავშვი … სხვა

Advertisements