შემაშფოთებელი ადამიანი …

სტატიის ამ ფრაგმენტიდან ნათლად ჩანს – ზოგადად ფუნდამენტალიზმი … ფრაგმენტი სტატიიდან:

კითხვა: „… მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ში ხე­დავთ ერ­თა­დერთ გზას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სულს აც­ხოვ­ნებს თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა ცხონ­დეს არამართლმადიდებელიც?
პასუხი: ა­და­მი­ანს არ უნ­და აინტერესებდეს (!!!), …“ (იხილეთ სტატია)

კატეგორიული მოთხოვნა – ა­და­მი­ანს არ უნ­და აინტერესებდეს …

ადამიანი არამოაზროვნე – უინტერესო – რასაც ჩასძახებ კმაყოფილია – სხვაზე მინდობილი, არადამოუკიდებელი – სხვისგან საშველის მომლოდინე და ციდან ჩამოვარდნილ-ჩამოფრენილი სასწაულის იმედზე მყოფი …

პარადოქსია, მაგრამ, ამ კატეგორიულ მოთხოვნას – ა­და­მი­ანს არ უნ­და აინტერესებდეს … ვინ ვის უყენებს?

ის, ვინც მაქსიმალურად დაინტერესებულია ამქვეყნიური კეთილდღეობით (ჯიპით, ნადიმ-ქეიფითა და ასე შემდეგ), რასაც ავტომატურად ემატება + იმქვეყნიური კეთილდღეობაც (თუ, რა თქმა უნდა, ერთ ნავში ზიხართ) …

ანუ იმისთვის არ შეიძლება(არ უნდა აინტერესებდეს), მაგრამ ჩემთვის აუცილებელია და მადლიც კია, თუ შემომწირავთ უფლის სახელით …

და რატომ არის ასეთი შემაშფოთებელი ინტერესიანი ადამიანი?!

ალბათ, იმიტომ, რომ ის, ინტერესიანი ადამიანი, ამითაც დაინტერესდება:

– არის კი ასე, რასაც ეს „მაღალ-სულიერი ბრძენი“ არსება ამბობს?

– ესაა ქრისტიანობა?

– ასეა კი სამყარო მოწყობილი, როგორც …?

ანუ დასვამს კითხვას …

მოთხოვნა – ა­და­მი­ანს არ უნ­და აინტერესებდეს … ფაქტობრივად, ნიშნავს უარი თქვი ადამიანობაზე, არ დასვა კითხვა და … 

(აქ კითხვის დასმის ქვეშ იგულისხმება, კითხვის დასმა უფრო მაღალზე, ვიდრეა კითხვები: სად დავისვენო, რა ვჭამო, როგორ გავერთო და ასე შემდეგ)

Advertisements