ტყვეობაში …

დაბადებიდან რამოდენიმე ხანში … იწყება … ჩაგვესმის-ვაჟღერებთ, ჩაგვძახიან-ჩავჩიჩინებთ, გვიმტკიცებენ-ვამტკიცებთ …

ასე ვიზრდებით, სკოლა, უმაღლესი და … ბავშვობიდან …

ეს კარგი – ის ცუდი ადამიანია – რა კარგია – ეს პეპელაა – წითელი – პატარა – დიდი – მრგვალი – სკოლა აუცილებელია – ოჯახი – წინაპარი – ქელეხი – ქორწილი – სიყვარული – სექსი – ტვ – კომპიუტერი … და ასე უსასრულოდ

შემდეგ ამ ყველაფერს დაახლოებით ასე ვაჯგუფებთ:

სიყვარული ესაა – ზემოჩამოთვლილიდან ვარჩევთ რამოდენიმეს და … სილამაზე – იგივეს ვაკეთებთ … სამსახური – ისევ იმ უსასრულობიდან ვირჩევით … კაცი უნდა იყოს … ქალი – … დაახლოებით ასეთი სურათი გვაქვს …

მთელი ცხოვრება ვამატებთ და ვამატებთ, და ვიცით რომ ეს ისაა, ზუსტადაც ის, რაც და როგორც მე ვიცი …

ეს ყველაზე საინტერესოდ ჩანს და თვალსაჩინოა – როცა ერთი ამბობს რომ უყვარს სხვა, თანაც ძალიან, უზომოდ … და რომ ესაა სიყვარული …

ანუ „მისი აზრით“ სიყვარულის ჩამონათვალში შედის: 1. … 6. … და ასე შემდეგ …

სხვაში პოულობს ამ ჩამონათვალიდან რამოდენიმეს, ხანდახან ყველას და უყვარს …

იმასაც უყვარს …

რაღაც დროის შემდეგ აღმოჩნდება რომ ამ ჩამონათვალს კიდევ ემატება ის, რაც მის ჩამონათვალში არ იყო, მაგრამ, რაც სხვა ადამიანის განუყრელი ნაწილია … და იწყება …

ანუ უყვარს საკუთარი ჩამონათვალი – საკუთარი თავი სხვაში …

ალბათ, ანალოგიურადაა საქმე, როცა ითქმება ოჯახი, მეგობარი, სამშობლო, თანამშრომელი, თავისუფლება თუ ადამიანის უფლებები … და სხვა მსგავსი …

გვიყვარს, მოგვწონს და ვაღიარებთ მხოლოდ საკუთარ ჩამონათვალს, რომელიც სხვისგან(გარემოცვიდან) შთაბეჭდილისგან გვაქვს შერჩეული – ყველა ხომ თავისებურად ადგენს ამ ჩამონათვალს

მგონი, რაღაც საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და რომ გავაგრძლოთ …

პრიმიტიულ ადამიანს ძალზედ მცირე ჩამონათვალი ექნება და … არ ექნება პრეტენზია, რომ ეს მისი საკუთარი აზრია ან შეხედულება, არც რაიმეს მტკიცებას დაიწყებს ან …

ინტელექტუალის ჩამონათვალი კი უზომოდ დიდი იქნება … ეს ხომ „მისი აზრებია“, მისი შეხედულებები ყველაზე სწორია, ამტკიცებს, სხვას ჭკუას ასწავლის …

შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის 99% საკუთარი ჩამონათვალის ტყვეობაშია და თანაც კომფორტულად გრძნობს თავს …

ალბათ, ძალზე მცირე თუ სვამს კითხვას – რა არის სიყვარული, მეგობრობა თუ …და მიდის მის ჭეშმარიტ არსთან … ეს 1%-ია?

მეც და თქვენც ხომ  ამ 1% მივაკუთვნებთ თავს და ისევ ჩვენი განსაკუთრებული ჩამონათვალიდან საკუთარ განსხვავებულობას, თავისუფლებას, ადამიანთა უფლებებსა, სიკეთეს, ბოროტებას, ლამაზსა თუ ულამაზოს და სხვა მსგავსს ვამტკიცებთ … და თავისთავად ჩვენც იმ 99%-ს ვერ ვცდებით … 🙂

ამავე თემაზე „ინტერპრეტაცია“ – „ვიცი, რომ ეს ასეა!!!“ – „მოსიარულე ქვევრი“ – „სად?!“ – „არაა მასე …?!“ – „მიყვარხარ(თ)“ – „არის კი განსხვავება?!“ – „იხვი და მყვარი

Advertisements