საკუთარი ხედვა …

საინტერესო და ფრიად საყურადღებო ნახატი …


ანუ ის, რასაც და როგორც აღვიქვამთ, ვხედავთ, რაც ვიცით და ასე შემდეგ … ზუსტადაც რომ პირველ რიგში საკუთარს ვხედავთ – დანარჩენი კი, ყველაფერი უკანა პლანზეა …

ის, რაც ცხოველის შემთხვევაში სრულიად ნორმალურია – რქა – ადამიანთან ნაკლია …

როგორც წესი, რქა განსაკუთრებულობა-განსხვავებულობად ითვლება …

და თითქმის პარადოქსულ-კომიკურ სიტუაციამდე მივდივართ ხოლმე, როცა ერთი ამაყობს საკუთარი რქით, ეჯიბრება სხვას, ამტკიცებს, რომ მისი რქა უფრო ლამაზი, ექსკლუზიური, ცნობადი თუ მნიშვნელოვანი …

ფაქტობრივად, დღევანდელი გასხვავებულობა, ექსტრაორდინალურობა, ცნობადობა და მსგავსი … დიდი რქაა …

P.S. ცხოველი ვერ ხვდება რქა რომ აქვს … ადამიანს კი შეუძლია გააცნობიეროს …

Advertisements