ევრორემონტი …

ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს

გოეთე

ახლა სხვა დროა – საკუთარ თავს, ყველა ჭკვიანად ვთვლით …

რისი ნათელი მაგალითიცაა – მაცხოვრებელთა 99%-ის მიერ გაპარტახებული სახლი – უსაყვარლესი სამშობლო, „ზეციური საქართველოს“ ჩათვლით – გაყიდულ- გამოხრული … ყველაფერი მუცელშია ჩაყრილი … და ეს ყველაფერი, ამ სახლისადმი მიძღვნილი უზომოდ გრძელი, არაფრისმთქმელი, „მჭევრმეტყველური“ სადღეგრძელოების ფონზე ჰალსტუხით, ჩოხითა თუ შორტებით, რელიგიურად და ათეისტურადაც …

მცდელობა(როგორც გამოდის) დასავლეთისკენ … სახელმწიფოდ შედგომა-ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვანი წარმატება … რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიცაა ის(„ბიჟუტერია“), რასაც ასე ხელაღებით აკრიტიკებენ და მხოლოდ უარყოფითს ხედავენ … არა მგონია ვინმეს მოგვინდეს ბომჟის არეულ-დარეულ, სუნიან სახლში სტუმრობა ან ცხოვრება

აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის გაღიზიანება …

პრობლემა ხომ საერთოდ სხვაგანაა …

თავისთავად, ერთი ქალაქიც ვერ გადაიქცევა, პარიზად ან ნიცად … მაგრამ ქალაქს მაინც დაემსგავსება …

ზოგერთს ურჩევნია 10, 20 ან 60 წლის წინანადელი – ოღონდ თავად აუცილებლად უნდა დაისვენოს პარიზში, ნიცაში, კანსა თუ …

სხვა აღფრთოვანებულია …

ასეთ კრიტიკოსებსა და აღფრთოვანებულ ადამიანებს შორის არანაირი განსხვავებაა … არცთუ ბევრია, მართლაც თავისუფალი საკუთარ აზრებში და მოვლენების უფრო ფართო ხედავით …(როგორც წესი, დღეს ყველას საკუთარი თავი გვგონია სხვაზე უფრო თავისუფალი და მოაზროვნე …)

პრობლემა ხომ იმაშია, რომ ...

ერთი კვირის წინ ხოსე კარერასი, ორ დღეში ანდრეა ბოჩელიმ იმღერა, მერე … შემდეგ … გუშინ …

ამ ყველაფერს გართობის ელფერი, ფორმა აქვს …

გართობას მიცემულ ადამიანს კი სულ უფრო და უფრო, მეტი და მეტი ახალი შეგრძნებები უნდა …

მომავალ წელს ან ???… პავაროტის, კარუზოს, ან ჯეიმს ბრაუნის გაცოცხლება არა მგონია გამოვიდეს …

და, როგორც კი გასართობი მოაკლდება … ის, ვინც დღეს აღფრთოვანებულია, ხვალ ისეთივე კრიტიკოსი გახდება, შეიძლება უარესადაც კი გამოხატოს …

ის, ვინც აკრიტიკებს და ისიც, ვინც აღფრთოვანებულია  … ერთს აწყობს ასე, მეორეს – ისე … აზროვნებაში ცვლილების გარეშე … ორივე ხომ მარქსისტია:

„ადამიანის ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ყოფიერებას, არამედ პირიქით – მათი საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“. – კარლ მარქსი(გერმ.Karl Marx) (1818-1882) – „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა“(შესავალი).

მენტალური რევოლუცია – სრული ბლეფი

ასე რომ, ახლა სულ ტყუილად ინერვიულა პრეზიდენტმა … სანერვიულო წინაა … სახელმწიფო ვერ გაუძლებს ამდენ გართობას – რისი ფაქტიც სახეზეა: ევროპისა და ამერიკის(ზოგადად მსოფლიოს) პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი …

სანერვიულო და ჩიხი ჯერ კიდევ წინაა – ფაქტობრივად, არაფერი და ვერაფერი ახალი ვერ მიეცა მსოფლიოს სამართლებრივი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მხრივისევ ძველის, დასავლეთის მიერ ნამღერის გადამღერება

სამართლებრივი კიჩი – დაბალანსებული კონსტიტუცია …

პოლიტიკური კიჩი – პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა …

ეკონომიკური კიჩი – ეკონომიკის სამინისტრო …

ნაციონალურ-ეროვნულ-რელიგიური კიჩი …

(აქ სიტყვა კიჩი იმ აზრითაა, რომ ეს ყველაფერი ფსევდოსამართალია, ფსევდოპოლიტიკაა, ფსევდოეკონომიკაა, ფსევდორელიგია და ასე შემდეგ … )

Advertisements