ილუზიების თავისუფლება … კიჩი

რა მნიშვნელობა აქვს სად ვარ … თუ ბავშვობიდან ვიცი, რომ ეს ასეა და … აჩემებულ, სხვათა მიერ თავსმოხვეული აზრთა ტყვეობიდან გამოსვლა ხომ არც ისე ადვილია და ისინი ხომ ყოველწამს აქ არიან და კომფორტში ვართ მათთან თანაცხოვრებით

განსხვავებულობა, ცნობადი სახე თუ სხვაგან ყოფნა და ასე შემდეგ, ხომ, უბრალოდ, ილუზიების თავისუფლებაა, რომელსაც თითქმის ჭეშმარიტებად ვასაღებთ და ყველაფერი ა’პრიორი ვიცით …

ამ ვიდეო-ფრაგმენტებს შეგვიძლია ვუწოდოთ – „თავისუფალ“ ამერიკაში წაღებულ-შენახულ-გაძლიერებულ-დაბრუნებული ეკლესიურობა და გამძაფრებული ეროვნულობა …

იხილეთ 0:51 წამიდან – როცა ხელოვნებაზე წინ დგება ეროვნულობა, რელიგიურობა თუ სხვა მსგავსი არათავისუფლება …

ილუზიების თავისუფლებიდან ანუ არათავისუფლებიდან შექმნილ-გაკეთებულის კარგად გაპიარების შემთხვევაში … პრეზენტაციები, ოვაციები, ფეირვერკები …

შედეგად ისევ და ისევ სრული არათავისუფლება … კიჩი* … თავისუფლების ილუზია – ისევ ვიღაც გვაკურთხებს, გვიშველის – ტექსტი და აზრი უცვლელია და ამას ემატება საკაცობრიოდ მოღვაწე ადამიანებისა და მოვლენების პრივატიზება, გაქართულება: წმინდა ნინო არც ქართველი(!!!) იყო და არც მართლმადიდებელი(!!!) …

ეს ხომ რომელიმე ერისა თუ კონკრეტული ქვეყნის პრობლემა არაა – ალბათ, უფრო ზოგადსაკაცობრიო, რომელიც თითოეულ ადამიანამდე დაიყვანება …

ვაზროვნებ კი? ან როგორ თუ რანაირად … – კითხვა, რომელიც ძალზე იშვიათად თუ დაისმის …

* კიჩი (გერმ. Kitsch) – მასობრივი კულტურის ერთ-ერთი ნაწილის აღმნიშვნელი ტერმინი; ფსევდოხელოვნების სინონიმი, რომელშიც ძირითადი ყურადღება გადატანილ-გამახვილებულია  გარეგანი სახის ექსტრავაგანტურობაზე, მის დეტალებზე აქცენტირება.

Advertisements